”ბარსელონა” - ”ოსასუნა”. გვარდიოლა მატჩის შემდეგ
”ბარსას” მწვრთნელმა აღნიშნა, რომ 1/8 ფინალში ასეთი შედეგით გამარჯვება შემდეგ ეტაპზე გასვლის კარგი საწინდარია, მაგრამ გაგვაფრთხილა, რომ ყველაფერი არ დასრულებულა და ”ჩვენ უნდა წავიდეთ და ვითამაშოთ პამპლონაში”.
გვარდიოლამ ასევე ახსნა, თუ რატომ არ დააყენა ლეო მესი ძირითად შემადგენლობაში და რატომ არ შეიცვალა მოედანზე საფარი.
პეპ გვარდიოლამ შეაფასა მისი გუნდის თამაში, სადაც ”ბარსამ” 4:0 დაამარცხა ”ოსასუნა” წლის პირველ მატჩში. მიუხედავად აღიარებისა, რომ 1/8 ფინალში ასეთი სხვაობით მოგება წინ გადადგმული ნაბიჯია მწვრთნელმა გაგვაფრთხილა, რომ ”ჩვენ უნდა წავიდეთ პამპლონაში”. პეპმა დაამატა: ”საერთო ჯამში ჩვენ შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ და 1/4 ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადავდგით. ყველაფერი ჯერ გადაწყვეტილი არაა, რადგან პამპლონაში უნდა ვითამაშოთ. გვახსოვს ”ბეტისის” 5:0 დამარცხების შემდეგ სევილიაში როგორ გაგვიჭირდა. დაპირისპირება დასრულდება მაშინ, რომ 90 წუთს ვითამაშებთ”.
მესის გაუმჯობესება
მიუხედავად იმისა, რომ გრიპის გამო ლეო მესის თამაში გამორიცხული იყო ის სრულ მზადყოფანაში შეხვდა მატჩს და მონაწილეობის მისაღებად მზად იყო. მესიმ, რომელმაც მატჩის ბოლო ნახევარი საათი ითამაშა შესანიშნავად გაისარჯა და გაიტანა 2 გოლი. ”დილით მას მუცელი ტკიოდა და მცირე სიცხე ჰქონდა, ამიტომაც მისი სახლში დატოვება გადავწყვიტეთ. შემდეგ მან დამირეკა და მითხრა, რომ თავს უკეთ გრძნობდა. დილით გამოვაცხადეთ, რომ მან არ ივარჯიშა და არ ითამაშებდა, თუმცა ის სათადარიგოზე დავტოვე. თამაში დასრულებული არ იყო და გადავწყვიტე ნახევარი საათით შემეშვა მოედანზე. ჩვენ ვიცით, რომ ლეოსთან ერთად ცოტათი უკეთესები ვართ”.
გვარდიოლამ ასევე იმ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, თუ რატომ აღარ იცვლება სტადიონზე საფარი. ”მოედნის საფარი სეზონის დაწყებიდან ცუდ კონდიციებშია და მის შეცვლას ვგეგმავდით. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ამისთვის მეტი დრო იყო საჭირო და ”ოსასუნას” შევთავაზეთ მატჩების გაცვლა. ბოლო დღეებში კი მოედნის მდგომარეობა გამოსწორდა. მინდვრის ფერზე თქვენაც შეატყობდით ამას და მოედნის ქერქი ხშირად არ ვარდებოდა. იმედია, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო გამოსწორდება. ჩვენ არ გვქონია იმის განზრახვა, რომ ვინმე (მატჩების გაცვლის გამო), განსაკუთრებით კი ”ოსასუნა” შეგვეწუხებინა. მოედნის საფარი რომ არ გაუმჯობესებულიყო ახლა მანქანები მისი აყრით იქნებოდნენ დაკავებულები”.
შექება პინტოს
პეპმა პინტოს თამაში შეაქო: ”არ მახსოვს თამაში, რომლისთვისაც ის მზად არ იყოს. მას არ ჰქონდა ფეხით ბურთის კონტროლის სიზუსტე, თუმცა შეუპოვრობამ მიაღწევინა სათანადო დონეზე. მან უშეცდომა მატჩი ჩაატარა, ფეხით კი ძალიან კარგად ითამაშა. ის იყო მომთმენი და წყნარი. მან იცის მისი ფუნქციები გუნდში და ის არასდროს აჩერებს ჩვენს დახმარებას. სწორედ ამიტომ გავუხანგრძლივეთ მას კონტრაქტი, რადგან მან დაიმსახურა ეს”.
სასიცოცხლო მნიშვნელობის მატჩი კვირას
კვირას ლა ლიგაში გასამართ მატჩზე საუბრისას გვარდიოლამ აღნიშნა, რომ ”დერბი ყოველთვის რთულია. ისინი ძალიან კარგად თამაშობენ ბოლო წლების მანძილზე, ჰყავთ შესანიშნავი მწვრთნელი, ძალიან აგრესიული ახალგაზრდა ფეხბურთელები და მათ აქვთ თამაში. ჩვენ კი ძალები უნდა აღვიდგინოთ, რადგან ეს სასიცოცხლო მნიშვნელობის თამაშია ლა ლიგის მომავლისთვის”.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]