კარდონერი:" წავიდა ის დრო, "ბარსას" გულშემატკივრებს "რეალის" რომ ეშინოდათ"

კარდონერი:" წავიდა ის დრო, "ბარსას" გულშემატკივრებს "რეალის" რომ ეშინოდათ"

კატალონიის "ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტმა ხორდი კარდონერიმ ისაუბრა, "სამეფო თასის" 1/4 ფინალის შესახებ, სადაც სავარაუდოდ ერთმანეთს კატალონიის "ბარსელონა" და მადრიდის "რეალი" დაუპირისპირდებიან:

 

" წავიდა ის დრო, როდესაც "ბარსელონას" გულშემატკივრებს "რეალთან" მატჩების ეშინოდათ. ახლა ჩვენ ძალიან გვინდა 1/4 ფინალში მადრიდელებთან თამაში. მე ძალიან მიყვარს ამ გუნდთან დაპირისპირება," ციტირებს კარდონერის სიტყვებს AS.

 

მოგეხსენებათ დიდი შანსია "დელ რეის თასის" 1/4 ფინალში მორიგი "ელ კლასიკო" ვიხილოთ, რადგან "ბარსამ" თითქმის უკვე გაინაღდა შემდეგ ეტაპზე გასვლა, ხოლო "რეალი" "მალაგასთან" გაარკვევს ურთიერთობას.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.