როსელი:"თუ არბიტრმა ვერ დაინახა პენალტი, მაშინ არც ყოფილა"

როსელი:"თუ არბიტრმა ვერ დაინახა პენალტი, მაშინ არც ყოფილა"

კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტი, სანდრო როსელი ძალიან ნაწყენია გუშინდელ მატჩში 2 ქულის დაკარგვით. მან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ თუ არბიტრმა ხელით თამაში ვერ დაინახა, მაშინ პენალტი არც ყოფილა:

 

" ასეთ სიტუაციებში ყველაფერი მსაჯმა უნდა გადაწყვიტოს. მე მხოლოდ მისი გადაწყვეტილება დავინახე და რადგანაც არ დანიშნა პენალტი, ესეიგი არც ყოფილა. დერბიში ფრით არ უნდა შევქმნათ ტრაგედია. ჩვენ ყოველ მატჩში მოსაგებად გავდივართ, მაგრამ "ესპანიოლი" ძალიან კარგად გამოიყურებოდა," განაცხადა სანდრო როსელმა

 

მოგეხსენებათ "ბარსა" 86-ე წუთამდე იგებდა, სანამ ვასკესმა გაათანაბრა ანგარიში. მატჩის ბოლო წუთზე კი კარში წასული ბურთი "ესპანიოლის" მცველმა ორი ხელით მოიგერია, მაგრამ შეხვედრის არბიტრს რეაქცია არ ჰქონია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.