გამარჯვებულები სამშობლოში დაბრუნდნენ
"ფიფას" გუშინდელი გალა დაჯილდოვების შემდეგ, სადაც "ბარსელონას" ყველაზე მეტი და უმთავრესი პრიზები ხვდა წილად, კატალონიელთა დელეგაცია სამშობლოში დაბრუნდა. მესი 2011 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. არგენტინელი უკვე მესამე წელია, არავის უთმობს "ოქროს ბურთს". სანამ "ფიფა" საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობას გაგვიმხელდა, მანამ დასახელდა საუკეთესო გუნდი, რომელშიც "ბლაუგრანას" ხუთი ფეხბურთელი შევიდა. პიკე, ალვეში, ინიესტა, ჩავი და მესი თავიანთ პოზიციებზე საუკეთესოებად იქნენ მიჩნეულნი.
პეპ გუარდიოლა 2011 წლის საუკეთესო მწვრთნელი გახდა და ეს არავის გაკვირვებია, ვინაიდან კატალონიელთა თავკაცმა თავის გუნდს შარშან 5 თასი მოაგებია. მათ შორის" ესპანეთის ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის სუპერთასი, ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.
სამშობლოში დაბრუნებისას "ბარსელონელები" ძალიან მხიარულ განწყობაზე იყვნენ. განსაკუთრებით აქტიურობდა პიკე, რომელიც ამ საქმის სპეციალისტია.







ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]