სესკი აგრძელებს თავით გოლების გატანას

სესკი აგრძელებს თავით გოლების გატანას


გოლმა, რომელიც ფაბრეგასმა ”ესპანიოლთან” მატჩში გაიტანა სესკს საშუალება მისცა გამხდარიყო საუკეთესო ბომბარდირი პრიმერაში თავით გატანილ გოლებში. ის ამ მაჩვენებლით აგირეჩეს გაუთანაბრდა. 

ბოლო 6 შეხვედრაში სესკმა 7 გოლის გატანა შეძლო. მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე მის ანგარიშზე 14 გოლია. ახალგაზრდულ ასაკში სესკს ”ესპანიოლთან” გამართულ ბევრ დერბიში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული, ახლა კი პირველ გუნდში ასპარეზობისას მან პირველი დერბი ითამაშა. სესკმა კიდევ ერთელ გვაჩვენა, რომ გუნდთან ადაპტაცია ძალიან კარგად გაიარა და გაიტანა გოლი, თანაც თავით.

რეკორდული მიღწევები

გატანილი გოლის წყალობით სესკი შეუერთდა იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც სადებიუტო დერბში შეძლეს გოლების გატანა - ხრისტო სტოიჩკოვი, პიცი, კლუივერტი, რონალდინიო, დეკუ, იბრაჰიმოვიჩი და ვილია.

სპეციალობა - გოლები თავით

ყველაზე მეტად გასაკვირი სესკის თავით გატანილი გოლებია. მიმდინარე სეზონში მან უკვე 5-ჯერ გამოიჩინა თავი მეორე სართულიდან დარტყმის შემდეგ. ამგვარად ის პრიმერას საუკეთესო ბომბარდირი გახდა (თავით გატანილ გოლებში) ”რეალ სოსიედადელ” აგირეჩესთან ერთად. ორივე მათგანს პრიმერაში 4 გოლის აქვს თავით გატანილი.

მე-100 გოლი

ამას გარდა სესკის გოლი მიმდინარე სეზონში ”ბარსას” მე-100 გოლი იყო. კატალონიელების ანგარიშზე პრიმერაში 51 გოლია, ხოლო დანარჩენ ტურნირებში 49. სესკის ანგარიშზე 14 გოლია და ის გუნდის მეორე საუკეთესო ბომბარდირია ლეო მესის შემდეგ, რომელმაც თავის გამოჩენა 31-ჯერ შეძლო.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.