მესი:"მინდა ოდესმე არგენტინაში ვითამაშო"

მესი:"მინდა ოდესმე არგენტინაში ვითამაშო"

კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელმა ვარსკვლავმა ლიონელ მესიმ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ზედიზედ მესამედ მოიგო "ოქროს ბურთი" განაცხადა, რომ იგი კარიერის დასრულებამდე თავის სამშობლოში თამაშს აპირებს:

 

"ევროპაში მხოლოდ "ბარსელონაში" მსურს თამაში. ამ გუნდში კიდევ დიდხანს დავრჩები,რადგანაც აქ თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ. მინდა ვთქვა, რომ კარიერის დასრულებამდე მსურს არგენტინაშიც ვითამაშო. ეს ჩემი ოცნებაა და იმედია ამიხდება," განუცხადა 24 წლის ფეხბურთელმა არგენტინელ ჟურნალისტებს.

 

ცნობისთვის ლეო ესპანეთში 13 წლის ასაკში ჩავიდა. იგი არგენტინის ნაკრებში ერთაფერთი ფეხბურთელია, რომელსაც მშობლიურ ჩემპიონატში არ უთამაშია.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.