IFFHS-ს ვერსიით "ბარსა" 2011 წლის საუკეთესო კლუბია
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედრაციამ, კატალონიის "ბარსელონა" 2011 წლის საუკეთესო კლუბად დაასახელა.
"ბარსას" ეს წოდება, ისტორიაში სულ 3-ჯერ აქვს მიღებული. პირველად 2007 წელს, შემდეგ 2009 წელს, ბოლოს კი 2011 წელს. მეორე ადგილს მადრიდის "რეალი" იკავებს 312 ქულით, ხოლო მესამე პოზიციაზე არგენტინული "ველეზ სარსფილდია" 271 ქულით.
მას შემდეგ რაც IFFHS აქვეყნებს ამ რეიტინგს(1991 წლიდან), "ბარსა" მესამეა ყველაზე მაღალ ქულიან კლუბებს შორის. "ბლაუგრანაზე" 5.5 ქულით მეტი "იუვენტუსმა" 1993 წელს მიიღო, ხოლო "მილანმა" 0.5 ქულით მეტი 1995 წელს.
ეს კი 2011 წლის 10 საუკეთესო კლუბი
1. "ბარსელონა" (ესპანეთი) 367.0
2. მადრიდის "რეალი"(ესპანეთი) 312.0
3. "ველეზი" (არგნენტინა) 271.0
4. "მანჩესტერი"(ინგლისი) 270.0
5. "სიტი"(ინგლისი) 239.0
6. "სანტოსი"(ბრაზილია) 238.0
7. "უნივერსად დე ჩილე" 235.5
8."ბენფიკა" (პორტუგალია) 235.0
9."პორტუ"(პორტუგალია) 231.0
10."უნივერსად კათოლიკა" 230.0
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]