ჩავის მე-400 მატჩი პრიმერაში
კვირას, ”ბეტისთან” მატჩი ჩავი ერნანდესისთვის მე-400 შეხვედრა იქნება პრიმერაში ”ბარსელონას” მაისურით ჩატარებული. საიუბილეო ციფრი და აბსოლიტური რეკორდი. ის საუკეთესო მაგალითია ფეხბურთელისა, რომელიც აკადემიაში აღიზარდა და მის ტიტულებს საზღვარი არ აქვთ. მან ლა ლიგა 6-ჯერ მოიგო (1998/99, 2004/05, 2005/06, 2008/09, 2009/10, 2010/11), საერთო ჯამში კი 19 ტიტული აქვს მოგებული. თუკი დედამიწაზე არის ფეხბურთელი, რომელიც ბარსელონიზმთან ასოცირდება ეს ჩავი ერნანდესია.
ჩავი პირველ გუნდში 1998/99 წლის სეზონში გადავიდა, როცა გუნდს ლუის ვან გაალი წვრთნიდა, რომელიც მალე მიხვდა ამ ფეხბურთელის შესაძლებლობებს. 1998 წლის 18 აგვისტოს, 18 წლის ჩავის დებიუტი ჰქონდა ”მალიორკასთან”, ესპანეთის სუპერთასის მატჩში. ”ბარსამ” ის შეხვედრა 2:1 წააგო, ერთადერთი გოლი კი ჩავის ანგარიშზეა. მას შემდეგ მან ჩემპიონთა ლიგის მატჩებში ითამაშა, ”მანჩესტერ იუნაიტედთან” და ”ბრონდბიუსთან”, რის შემდეგაც დებიუტი შედგა პრიმერაში. 3 ოქტომბერს ჩავიმ ”მესტალიაზე”, ისტორიულად რთულ მეტოქესთან, ”ვალენსიასთან” ითამაშა. იმ მატჩში დებიუტანტისთვის ყველაფერი კარგად აეწყო, რადგან ”ბარსამ” 1:3 გაიმარჯვა და შესანიშნავი თამაში აჩვენა. მატჩის გარჩევისას ჩავი ასე დაახასიათეს: ”ის საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას, ითხოვს ბურთს როცა საჭიროა და ყოველთვის საუკეთესო გადაწყვეტილებას იღებს”.
რეკორდების დამხობა
ძალიან მალე ის პირველი გუნდის უცვლელი ფეხბურთელი გახდა და 14 სეზონის შემდეგ ”ბარსას” მაისურით ჩატარებული მატჩების რაოდენობით ყველა რეკორდი მოხსნა. ამჟამად საერთო ჯამში მის ანგარიშზე 693 მატჩია, მათგან 604 ოფიციალური. ლა ლიგაში მან 399 მატჩი ჩაატარა და ევრო ასპარეზზე 142. მიგელის წინა რეკორდი (391) პრიმერას მატჩებში ჩავიმ ოქტომბერში დაამხო. 2003 წელს, გუნდში ფრანკ რაიკაარდის მოსვლის შემდეგ ჩავის თამაშის თამაშის ხარისხმა განსაკუთრებულად იმატა, პეპ გვარდიოლას ერაში კი მან ნიჭი ბოლომდე გახსნა.
მისი საუკეთესო გოლი
ესპანელის საჯარიმო ხაზის სიახლოვიდან შესანიშნავ დარტყმებს ასრულებს და ასევე კარგად არტყამს ჯარიმებს. ლა ლიგაში ჩატარებულ 399 მატჩში მან 49 გოლი გაიტანა. საუკეთესო კი ნამდვილად 2004 წლის 25 აპრილს, ”სანტიაგო ბერნაბეუზე” გატანილი გოლია. ეს მატჩის 85-ე წუთზე მოხდა, როცა მან ჰაერში რონალდიონიოს შესანიშნავი გადაცემა დაიჭირა და მოულოდნელი დარტყმით, კარატეს მსგავსი ილეთით ”ბარსასთვის” გამარჯვების გოლი გაიტანა.
[media=http://www.youtube.com/watch?v=3aVRY_fq0kM]
”ბარსელონას” სახე
2004 წლის 28 ივლისს ჩავი გუნდის მესამე კაპიტნად აირჩიეს, თუმცა აქამდეც ის ბევრისთვის მისაბაძი იყო. ის სარგებლობდა ავტორიტეტით და პატივისცემით გასახდელში. ის ინარჩუნებს სიმშვიდეს რთულ მომენტებში და არასდროს გაუკეთებია ნეგატიური განცხადებები კრიტიკოსების მიმართ. ის ”შინაური” ფეხბურთელის საუკეთესო მაგალითია, ბარსელონიზმის შთამომავალი ტიტულების ფანტასტიკური რაოდენობით. მას 19 ტიტული აქვს მოგებული, რაც კლუბის რეკორდია. ასევე სამჯერ მოიპოვა ბრინჯაოს ბურთი. მისი თამაში მთელ მსოფლიოში იმსახურებს მოწონებას, მის ”სასწაულებრივ ტრიალს” კი ბალეტს ადარებენ. თითქმის 32 წლის ჩავის კარიერას დასასრული არ უჩანს.
P.S. ესეც ჩემი 1200 სიახლე ბარსამანიაზე
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]