”მალაგა” - ”ბარსელონა”. გვარდიოლა მატჩის წინ
”ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ ჟოზე მოურინიოსგან განსხვავებით მესისა და პეპეს შორის ინციდენტზე საუბრები შეწყვიტა.
”თუკი პეპე ამბობს, რომ მან ეს სპეციალურად არ გააკეთა თავად უკეთ იცის. მან ყველაზე უკეთ იცის, თუ რა მოხდა. თუკი ის ამბობს, რომ სპეციალურად არ გააკეთა რას ვიზამთ, გამოდის რომ ეს შემთხვევითობა იყო” - ასეთი ფრაზით შემოიფარგლა პეპ გვარდიოლა, რომელმაც ასევე არ ისურვა ჟოზე მოურინიოს პრეს-კონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებაზე პასუხის გაცემა. მოურინიომ ჟურნალისტებს შარშან სერხიო ბუსკეტსის რასისტული გამოხტომები შეახსენა. ”მე არ ვპასუხობ კოლეგების პრეს-კონფერენციებს” - განაცხადა პეპმა.
გეტყვით, რომ ”რეალის” ოფიციალურმა საიტმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც პეპე ოფიციალურად უხდის ბოდიშს მესის, ”თუკი ის გაბრაზებულია” და ასევე განაცხადა, რომ ის მოქმედება სპეციალურად არ ჩაუდენია და რომ ”არასდროს მომსვლია თავში კოლეგის დაზიანება”. მიუხედავად იმისა, რომ პრესაში გავრცელებული ცნობით პეპე ბარძაყის ტრავმის გამო 15 დღეს გამოტოვებდა ჟოზე მოურინიომ დღევანდელ პრეს-კონფერენციაზე დაადასტურა პეპეს ”ატლეტიკთან” მატჩში განაცხადში შეყვანა.
გვარდიოლამ საკუთარ შეგირდებს მოუწოდა გამარჯვებულის ხასიათის შენარჩუნება და განაცხადა, რომ თუკი გასვლით მატჩებში ვერ მოიგებენ პრიმერას მოგება შეუძლებელი იქნება. ”სეზონის მეორე ნაწილის პირველი შეხვედრა ჩვენ არც თუ ისე ცუდად ჩავატარეთ, უბრალოდ მეტოქემ უკეთ ითამაშა. თუკი ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ გასვლით მატჩებში ვერ გავხდებით ჩემპიონები” - განაცხადა მწვრთნელმა მალაგაში გამგზავრების წინ.
”იანვარში ჩვენ შანსი გვაქვს სამეფო თასის ფინალამდე გავიდეთ ან დავრჩეთ მის გარეთ, მაგრამ ასევე არის პრიმერას მატჩები. ჩვენთვის აუცილებელია წყნარად შევიდეთ რითმში და მოვიძიოთ გზა სტუმრად გასამარჯვებლად ისე, როგორც ამას ”ნოუ კამპზე” ვაკეთებთ” - დაამატა მან.
დღეს ”ბარსელონა” მალაგაში გაემგზავრება, სადაც ხვალ მანუელ პელეგრინის ”მალაგას” დაუპირისპირდება, რომელსაც პეპმა ტაში დაუკრა იმ მაღალი დონისთვის, როგორ დონეზეც თამაშობენ მისი გუნდები. გვარდიოლამ შეგვახსენა, რომ მის გუნდს კიდევ აქვს მოსამატებელი წლის ამ ურთულესს თვეში, რადგან ”ახლახანს დასრულდა შესვენება, ცუდი ამინდები, გაზონები ისეთ მდგომარეობაში არ არის, როგორც გაზაფხულზე... იანვარი ძალიან გადატვირთულია”.
ამას გარდა მწვრთნელმა განაცხადა, რომ პედრო როდიგესის გამოჯანმრთელების მიუხედავად ფილიალის რამდენიმე ფეხბურთელი სეზონის ბოლომდე გუნდთან ერთად დარჩება, თუმცა მან არცერთი მათგანის გვარი არ დაასახელა.
გვარდიოლამ ასევე დაიცვა მესი, რომელიც პელემ გააკრიტიკა. შეგახსნებეთ, რომ პელემ მესიზე განაცხადა: ”როცა მესი გაიტანს 1283 გოლს და მოიგებს 3 მსოფლიო ჩემპიონატს მერე ვისაუბროთ”. რაზეც გვარდიოლამ პრე-კონფერენციაზე უპასუხა: ”არ არის 3 მუნდიალის და ათასს გოლზე მეტის გატანა საჭირო, რათა აჩვენო თუ ვინ ხარ, ის კი უდიდესი მაშტაბის ფეხბურთელია. მესიმ ძალიან კარგი დონე აჩვენა, ითამაშა ფიზიკურად ძალიან ძლიერ ფეხბურთელებთან ”რეალთან” მატჩში, პეპეს, ლასის წინააღმდეგ. ეს კი ადვილი არ არის. და მომეცით იმის უფლება, რომ ყოველ 3 დღეში ერთელ არ შევიტანო მის შესაძლებლობებში ეჭვი, რასაც ის უკვე დიდი ხანია აჩვენებს”.
ბოლოს გვარდიოლამ განაცხადა, რომ გუნდმა დაივიწყა სათასო შეხვედრა და გუნდი მოტივირებულია, რათა შეამციროს 5 ქულიანი სხვაობა ჩემპიონატის ლიდერთან: ”მოგვიწევს მეტი სირბილი, ასევე უფრო მეტად შეტევა და თავის დაცვა. ქულების დაკარგვის უფლება აღარ გვაქვს”.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]