"ბარსა"-"რეალის" დაპირისპირებას ფერნანდო ტეიშეირა ვიტიენესი განსჯის
ცნობილი გახდა, რომ ესპანეთის სამეფო თასის მეოთხედ-ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრას "ბარსელონასა" და "რეალს" შორის ფერნანდო ტეიშეირა ვიტიენესი განსჯის. მას დახმარებას გაუწევენ ლაინსმენები - ვიქტორიანო დიას კასადო და მანუელ ანხელ ტორე სიმიანო. მეოთხე არბიტრი კი (დამხმარე) ვიქტორ მანუელ გომეს რიოსი იქნება.
ფერნანდო ტეიშეირა ვიტიენესი იყო არბიტრი "ბარსელონასა" და "ხეტაფეს" შორის გამართული მატჩისა, რომელიც კატალონიელთა მინიმალური ანგარიშით მარცხით დასრულდა (0:1). რა თქმა უნდა, "კულეებს" არ დაავიწყდებათ აღნიშნული შეხვედრა, რომელშიც მსაჯმა ლიონელ მესის მიერ წესების სრული დაცვით გატანილი გოლი გააუქმა, ვინაიდან ჩათვალა, რომ სეიდუ კეიტა, რომელმაც მესის საგოლე გადაცემა გაუკეთა, თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა. რეალურად კი კეიტამ ბურთი ხეტაფეს ფეხბურთელისგან მიიღო. იმავე შეხვედრაში არბიტრმა ყვითელი ბარათი მისცა სერხიო ბუსკეტს, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ბუსკეტსის წინააღმდეგ დაარღვიეს წესი "ხეტაფეს" ფეხბურთელებმა, უბიძგეს რა მას ხელი საჯარიმოში და წააქციეს.
იმედი ვიქონიოთ, რომ ისეთ მნიშვნელოვან შეხვედრაში, როგორიც "ელ კლასიკოა", ტეიშეირა ვიტიენესი თამაშის მსვლელობისას კორექტულობას შეინარჩუნებს და გადამწყვეტ და მნიშვნეოვან შეცდომებს არ დაუშვებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]