პინტომ 2013 წლამდე გაახანგრძლივა

პინტომ 2013 წლამდე გაახანგრძლივა


კატალონიის "ბარსელონას" სათადარიგო გოლკიპერმა ხოსე მანუელ პინტომ გუნდთან კონტრაქტი 2013 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა.მეკარისა და მისი აგენტის გარდა ხელმოწერას ესწრებოდნენ კლუბის პრეზიდენტი სანდრო როსელი, ვიცე-პრეზიდენტი ხოსე მარია ბართომეუ და სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტა. ხელმოწერის შემდეგ პინტო გახარებული და კმაყოფილი იყო და ბარსა TV-ს მცირე ინტერვიუც მისცა.

"ჩემთვის დიდი პატივია გააგრძელო კონტრაქტი ისეთ კლუბთან როგორიც "ბარსელონაა". "ბარსაში" უდიდეს გამოცდილებას ვიღებ და ჩემთვის დიდი პატივია ამ გუნდთან გატარებული თითოეული წუთი თუნდაც გასახდელში ან სათადარიგო სკამზე. ჩემი აზრით საკმაოდ პოზიტიური შედეგი მაქვს რომლის გაუმჯოებესებასაც მთელი გულით შევეცდები. "ბარსაში" თამაში მეც და ჩემ ოჯახსაც უდიდეს სიამოვნებას ჰგვრის ამიტომ ვეცდები იმედები გავამართლო და რაც შეიძლება დიდხანს დავრჩე ამ კლუბში" - დაასრულა ესპანელმა კიპერმა. 

პინტომ თავის პროფესიული კარიერია ბეტის ბ-ში დაიწყო, 1997-98 წლებში კი პირველ გუნდში გადავიდა."ბეტისის" შემდეგ პინტომ "სელტაში" გააგრძელა თავის კარიერა რომლის რიგებშიც 10 წელი გაატარა და კაპიტნის წოდებაც მოიპოვა. ამ გუნდში მან შეძლო მოეპოვებინა ზამორას ჯილდო. ბარსელონას ყოფილი მეკარის ალბერტ ხორკერას ტრამვის გამო 2007-08 წლებში პინტომ "სელტა"დატოვა და "ბარსაში" იჯარის წესით გადავიდა, თუმცა რამდენიმე ხანში კიპერმა კლუბთან კონტრაქტი გააფორმა. მას შემდეგ პინტო ხოსეპ გვარდიოლას დიდი ნდობით სარგებლობს ამიტომ კოპა დელ რეის მატჩებში "ბარსას" კარს სანტამარიელი მეკარე იცავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.