პიკე მეასე მატჩის მოლოდინში

პიკე მეასე მატჩის მოლოდინში

ხერარდ პიკე გახდა ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი გვარდიოლას ერაში. ახალგაზრდული აკადემიის "პროდუქტი" გუნდს 2008/2009 წლების სეზონში დაუბრუნდა, მას შემდეგ, რაც 2004/2005 წლებში დატოვა კატალონია და გადაბარგდა "მანჩესტერ იუნაიტედში". კატალონიელმა ლა ლიგაში 99 შეხვედრა ჩაატარა.

 

არცთუ სახარბიელო დებიუტი

 

პიკეს დებიუტი "ბარსას" მაისურით ლა ლიგაში შედგა 2008 წლის 13 სექტემბერს. ეს გახლდათ გათამაშების მეორე ტური, სადაც "ბარსელონა" უპირისპირდებოდა სანტანდერის "რასინგს". გუნდები დაზავდნენ, თუმცა ხერარდმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და სწორედ იგი იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ სანტანდერელებმა ვერ აიღეს კატალონიელთა კარი.

 

გოლი "ბერნაბეუზე"

 

პიკე ასევე პორდუქტიული აღმოჩნდა თავდასხმაშიც. მან მოახერხა და სამწლინახევრის განმავლობაში 7-ჯერ აიღო მეტოქეთა კარი. ხერარდის პირველი გოლი მართლაც ისტორიული გამოდგა, რომელსაც ფეხბურთის ქომაგები არასოდეს დაივიწყებენ. კატალონიელმა მოახერხა და მადრიდის "რეალის" კარი აიღო "სანტიაგო ბერნაბეუზე". ეს გოლი "ბარსასთვის" რიგით მეექვსე გამოდგა, საბოლოო ჯამში კი "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" 2:6 იმარჯვეს (2009 წლის 2 მაისი).

 

2010/2011 წლებში მან "ატლეტიკოსა" და "ვილიარეალის" მეკარეები დაამწუხრა. ბოლო გოლი კი პიკემ "სარაგოსას" გაუტანა 2011 წლის 19 ნოემბერს.

 

"ბარსას" სისხლი

 

პიკე იმ მცირე ადამიანთაგანია, რომელიც აცნობიერებს რას ნიშნავს "ბარსას" ფერები. მასზე ამბობეს, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერი" სისხლი იჩქებს ძარღვებში. ბაბუამისი, ამადორ ბერნაბეუ, კატალონიური კლუბის წარმომადგენელი გახლდათ, შესაბამისად ხერარდიც ბავშვობიდან ამ კლუბის სიყვარულით არის გამსჭვალული. "ბარსელონას" ახალგაზრდულ აკადემიას პიკე 10 წლის ასაკში შეუერთდა და მაშინაც კი, როცა "სარაგოსასა" და "მანჩესტერის" ღირსებას იცავდა, არასდროს გამორიცხავდა მშობლიურ გუნდში დაბრუნდებას. მან ეს შეძლო და კარლეს პუიოლთან ერთად შექმნა მსოფლიოს უძლიერესი დაცვის ცენტრი.

 

 

გოლები

 

2008/2009 - 1 გოლი (25 მატჩი)

2009/2010 - 2 გოლი (32 მატჩი)

2010/2011 - 3 გოლი (31 მატჩი)

2011/2012 - 1 გოლი (11 მატჩი)

სულ - 7 გოლი (99 მატჩი)

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.