ქორწილი "კამპ ნოუზე"
"The Penya Barcelonista Centenari de Barcelona" ოფიციალურად დაარსდა 1999 წელს. მის სახელს საფუძვლად უდევს კატალონიური კლუბის სახელწოდება. ის დაარსა ბარსელონას ერთ-ერთ რაიონში, პობლენეუში. შემქმნელები გახლდათ მოხალისეები, რომლებიც ამ მოვლენებში იღებდნენ მონაწილეობას ამავე წელს. ეს კლუბი უკვე 13 წელია არსებობს და მისი ხელმძღვანელია ფრედერიკ გონსალესი. აქვე დასაქმებულია 100-ზე მეტი ადამიანი.
ურთიერთობა იწყება კლუბში
როდესაც ელისა 7 წლის წინ ჰონდურასიდან კატალონიაში გადმობარდგდა, თავისმა მეგობარმა გააცნო მას ტერესა ბიგატა, რომელმაც ელისა მიიწვია კლუბში. აქვე გეტყვით, რომ ჰონდურასელი დღემდე "The Penya Barcelonista Centenari de Barcelona"-ში მუშაობს.
ბიგატამ ელისა დაპატიჟა კლუბის 7 წლის იუბილეზე, სადაც ის შეხვდა აქ მომუშავე კიდევ ერთ პერსონას, ჯაუმის. მათ ერთმანეთი კარგად გაიცნეს და წლების შემდეგ ოფიციალურად დაინიშნენ.
ამ წყვილმა "ბარსელონას" რამდენიმე კარგი მოვლენა ერთად იზეიმა. ისინი სამეფო თასის ფინალის მატჩში იმყოფებოდნენ 2009 წელს ვალენსიაში. მას შემდეგ ელისა და ჯაუმი ერთად აღნიშნავენ და იზიარებენ კატალონიური გიგანტის წარმატებებს.
დღეს "Sala Roma"-ში, რომელიც მდებარეობს "კამპ ნოუზე", გაიმართა 150 კაციანი ქორწილი. ცერემონას დაესწრნენ მხარამჭერთა გუნდის წარმომადგენლები. ისინი გაერთნენ ბრწყინვალე წვეულებაზე და უყურეს ამაღელვებელ ქორწილს "კამპ ნოუზე". ეს არის ჭეშმარიტი სიყვარული, რომელიც წარმოშვა "ბარსამ".










ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]