პედრო გამოირიცხა, ალექსისი განაცხადშია!
ცუდი ამბები პეპ გვარდიოლასთვის. პედრო როდრიგესი მარცხენა ფეხის კუნთში ტკივილის გამო ”ვილიარეალთან” მატჩის განაცხადში არ იქნება, თუმცა გუნდთან ერთად იქნება ალექსის სანჩესი.
”ბარსელონა” ამჟამად კასტელონში მიემგზავრება. თუკი ოთხშაბათს გუნდს ანდრეს ინიესტა და ალექსის სანჩესი დაუშავდა პარასკევს ამ სიას პედრო როდრიგესი შეემატა, რომლის თამაში ”ვილიარეალთან” გამორიცხულია.
კანარის კუნძულელი მარცხენა ფეხის კუნთში ტკივილს გრძნობს. ის დღეს ბარსელონაში დარჩება და ტრავმის მოშუშებას შეეცდება. ჩილელი ალექსის სანჩესი კი გუნდთან ერთად გაემგზავრება. ”რეალთან” მატჩში მან ლავიწი დაიზიანა, თუმცა მისი გაუმჯობესება ძალიან კარგად მიმდინარეობს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]