ბუსკეტსი: 25-ე მატჩი თასზე
”მესტალიაზე”, ”ვალენსიასთან” გასამართი მატჩი ბუსკეტსისთვის შეიძლება 25-ე გახდეს სამეფო თასზე ”ბლაუგრანას” ფორმაში. ამ ტურნირზე ფეხბურთელის დებიუტი 2008/09 სეზონში, ”ბენიდორმთან” მატჩში შედგა.
სერხიოს დებიუტი სამეფო თასზე 2008 წლის 28 ოქტომბერს, ტურნირის 1/16 ფინალურ სტადიაზე ჰქონდა. ამ შეხვედრამდე ერთი თვით ადრე კი მას საერთოდ ”ბარსელონას” პირველ გუნდში ჰქონდა დებიუტი.
მას შემდეგ სერხიო ბუსკეტსი პეპ გვარდიოლას გუნდის უცვლელი წევრი გახდა და ამას სტატისტიკა ადასტურებს. 2 კვირის წინ, ”ბეტისთან” მან მე-100 შეხვედრა გამართა პრიმერაში. გასული წლების სამეფო თასის 3 გათამაშებაში მან მონაწილეობა 9, 4 და 5 მატჩში მიიღო შესაბამისად. ამ სეზონში მან მონაწილეობა უკვე 6 მატჩში მიიღო. 4 შეხვედრაში ის ძირითად შემადგენლობაში იყო, 2-ჯერ კი სათადარიგო სკამზე იჯდა. ოთშაბათს, ”მესტალიაზე” გასამართი შეხვედრა სერხიო ბუსკეტსისთვის შეიძლება 25-ე იყოს სამეფო თასზე.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]