კუენკა 2015 წლამდე

კუენკა 2015 წლამდე


სამშაბათს შუადღით ისააკ კუენკამ ”ბარსელონასთან” კოტრაქტი 2015 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. თავდამსხმელი პირველი გუნდის სრულყოფილი წევრი გახდა.

კუენკას კონტრაქტი სიუტატ ესპორტივაზე, დღის მეორე ვარჯიშის დაწყებამდე გაფორმდა. ისააკს თან ახლდნენ ოჯახის წევრები და აგენტი, ხოსეპ მარია ორობიტგი. ”ბარსელონას” წარმოადგენდნე პრეზიდენტი, სანდრო როსელი, ვიცე-პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბართომეუ და სპორტული დირექტორი, ანდონი სუბისარეტა.

ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივება შეთანხმება გასულ პარასკევს მოხდა. ის გუნდში 2015 წლის 30 ივნისამდე დარჩება. ისააკ კუენკა ახლა პირველი გუნდის წევრია და 23 ნომერს ატარებს.

                                    [media=http://www.youtube.com/watch?v=qjAx0YPS6t4] 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.