ლორენტე: ”2009 წლის ფინალის განმეორება მსურს”

ლორენტე: ”2009 წლის ფინალის განმეორება მსურს”


”ატლეტიკის” სამეფო თასის ფინალში გასვლის შემდეგ ბასკების თავდამსხმელმა, ფერნანდო ლორენტემ იმის სურვილი გამოთქვა, რომ განმეორდეს 2009 წლის ფინალი, სადაც მისი გუნდი ”ბარსელონას” შეხვდა, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ კატალონიელებმა დამაჯერებლად გაიმარჯვეს.

”ატლეტიკის” ბომბარდირმა აღნიშნა: ”ჩვენს გუნდს არაფრის არ უნდა შეეშინდეს. ჩვენ უკვე ვაჩვენეთ, რომ ”ბარსას” დამარცხება შეგვიძლია ” -აღნიშნა მან, სადაც პრიმერაში გამართულ დაპირისპირებას გულისხმობდა, რომელშიც ანგარიშის გათანაბრება ლეო მესიმ მხოლოდ მატჩის მიწურულს შეძლო.

ლორენტე ”ატლეტიკთან” კონტრაქტის გახანგრძლივებაზე აწარმოებს მოლაპარაკებას, რომელსაც ვადა 2013 წლის 30 ივნისს გასდის. ამ თემაზე ბასკმა აღნიშნა: ”ყველა გულშემატკივარს ვულოცავ ფინალში გასვლას. როცა მათი სიხარულით სავსე სახეები დავინახე მივხვდი, რომ ამ გუნდში კარიერის ბოლომდე მსურს დარჩენა. მე კმაყოფილი ჩემი გოლების რაოდენობით, თუმცა ”ატლეტიკთან” ერთად ტიტულის მოგება მსურს”.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.