მანუელ ლორენტე:"ბარსას" პირველი გოლის შემდეგ, მარცხი ვიგრძენი"

მანუელ ლორენტე:"ბარსას" პირველი გოლის შემდეგ, მარცხი ვიგრძენი"

მოგეხსენებათ გუშინ კატალონიის "ბარსელონამ" "სამეფო თასის" 1/2 ფინალის განმეორებით შეხვედრაში, "ვალენსია" დაამარცხა 2-0. მატჩის შემდეგ კომენტარი "ვალენსიას" პრეზიდენტმა, მანუელ ლორენტემ გააკეთა:

 

"მე მარცხი მაშინ ვიგრძენი, როდესაც "ბარსელონამ" პირველი გოლი გაგვიტანა. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მატჩის საწყის წუთებში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ "ბარსელონა" მაინც "ბარსელონაა"," განაცხადა ლორენტემ.

 

მოგეხსენებათ ფინალში "ბლაუგრანას" მეტოქე "ბილბაოს ატლეტიკი" იქნება,რომელიც გამოირჩევა თასზე კარგი თამაშით.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.