ბელეტი ნეიმარზე საუბრობს
ჟულიანო ბელეტი მიიჩნევს, რომ ნეიმარი, რომლის ”ბარსელონაში” ტრანსფერზე უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს საუბარი კატალონიურ კლუბში შესანიშნავად ათამაშდება. ”ბარსას” ყოფილი ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ კატალონიური კლუბი ნეიმარის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად აქცევს.
”ნეიმარი საკუთარ ადგილს დაიმკვიდრებს ”ბარსელონაში”. ის დიდებული ფეხბურთელია, რომელსაც შეუძლია ”ბარსასთან” ერთად გამარჯვებების მოპოვება. ასეთი კალიბრის ფეხბურთელისთვის კატალონიური კლუბი იდეალური ვარიანტია” - მიიჩნევს ბელეტი.
იანვარში ”ბარსელონას” პრეზიდნეტმა, სანდრო როსელმა განაცხადა, რომ ისინი ნეიმარის შეძენას 2014 წელს შეეცდებიან. ლონდონის ”ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეს ვილაშ-ბოაშმა ორშაბათს განაცხადა, რომ ნეიმარის მომავალი უკვე გადაწყვეტილია და ცნობილია, თუ სად ითამაშებს ის მომავალში, თუმცა ეს არ იქნება ”სტემფორდ ბრიჯი”.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]