დევიდ ვილია: "მინდოდა მაღაროელი გამოვსულიყავი"

დევიდ ვილია: "მინდოდა მაღაროელი გამოვსულიყავი"

კატალონიური გამოცემა Sport გვთავაზობს დეტალურ ინტერვიუს ბასრელონას უკანასკნელ შენაძენ დევიდ ვილიასთან. Sport-ის თანახმად დევიდ ვილიას ისტორია პატარა ქალაქ ტულიაში ვივიანდეს პროტეგიდასის ქუჩაზე დაიწყო, სადაც ძირითადადა მაღაროელთა ოჯახები ცხოვრობდნენ. "ბარსას" ახალი ვარსკვლავის კარიერა ყოველთვის სირთულეებით იყო აღსავსე. მიუხედავად ამისა მან მაინც შეძლო გამხდარიყო მოსფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის თავდამსხმელი.

დევიდ ვილიას ყოველთვის უძახდნენ "ელ გუახეს", ის ამას ასე ხსნის: "ასტურიულ დიალექტსე სიტყვა "ბაბლე" ნიშნავს თოთო ბავშვს, ჩემი ფიზიკური ფორმისა და დაბალი ტანის გამო ყოველთვის თანაგუნდელები ამ სახელით მომმართავდნენ, მუდამ ასაკით ჩემზე უფროსებთან მიწევდა თამაში და ჩემი, ჩემი მეორე მეტსახელი ელ გუახე კი მაღაროელის თანაშემწეს ნიშნავს, ჩემი მამა კი მაღაროში მუშაობდა ჩემს ბავშვობაში." ეს სახელი მას შემორჩა მისი კარიერის მანძილზე და დღესაც ელ გუახეთი მოიხსენიებენ თანაგუნდელები. "სახლში მე დავიდს მიძახიან, მაგრამ ჩემი ოჯახი ერთადერთია ვინც მე ასე მომმართავს."

ის ადრეული ბავშვობიდანვე აღტაცებაში მოყავდა მამამის საქმანობას, რომელიც საკუთარი სიცოცხლის ფასად რისკავდა რათა ოჯახი ერჩინა. ის მამამისის შესახებ იხსენებს: "მადლობა ღმერთს მან ამ სამუშაოს ჯერ კიდევ მაშინ დაანება თავის, როდესაც 9 წლის ვიყავი, რადგან როდესაც ოჯახში შესატანი ლუკმა პურისათვის იბრძვი შენი ცხოვრება სრულიად განსხვავებულია და სხვაგვარი პრობლემებითაა აღსავსე. მამა სანამ საკუთარ სამუშაოს მიატოვებდა სერიოზული უბედური შემთხვევის მონაწილე გახდა." დევიდი იხენებს, რაც მან მონაყოლით იცის: "სერიოზული ინციდენტი მოხდა მაღაროში, ის ჩამოინგრა და ხანძარი გაჩნდა, საბედნიეროდ ეს ღამით მოხდა როცა მე მეძინა და როდესაც გამეღვიძა ის უკვე გადარჩენილი და მაღაროდან ამოყვანილი დამხვდა." დევიდის სიტყვებით მხოლოდ ეს არ გახლდათ ერთადერთი მიზეზი მამის სამსახურიდან წამოსვლის: "ამ შემთხვევამდე მამას 1 წელი არ უმუშავია, ჯანმრთელობის პრობლემების გამო."

ვილა დღეს აფასებს თავის გადაწყვეტილებას: "როდესაც ვიყავი პატარა, მინდოდა მამაჩემისნაირი გავმხდარიყავი, ის იყო ჩემი იდეალი, მაგრამ წლების გასვლის შემდეგ მე გავაცნობიერე თუ რა რთულია იმუშავო "მეშახტედ", სწორედ ამის გამო მე შევცვალე გადაწყვეტილება და ვარჩიე ფეხბურთს გავყოლოდი."

El Guaje-მ მაღარო ფეხბურთის ბურთზე გადაცვალა, ბურთით თამაში მან ადრეულ ასაკში მამისაგან ისწავლა, თუმცა მისი კარიერა უკვე 4 წლის ასაკში დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ: "მე არ მახსოვს, თუმცა ჩემმა მშობლები მომიყვნენ ამის შესახებ, მე მივირე სერიოზული ფეხის მოტეხილობა, რის შედეგადაც გაჩნდა საშიშროება, რომ მე კოჭლი დავრჩენილიყავი, 6 თვის მანძილზე საავადმყოფოში მომიწია მკურნალობამ და საბედნიეროდ ფეხი მომირჩა." ვილას ამ შემთხვევის შესახებ არ ახსოვს თუმცა ახსოვს მამის შემდეგ მონაყოლი, რაც მას ექიმმა უთხრა: "თუ შეხორცება კარგად მოხდა, ბავშვს ამ ადგილზე ფეხი აღარასოდეს მოტყდება."

თავდაპირველად მისთვის ფეხბურთის თამაში წარმოუდგენელი იყო, თუმცა გავიდა დრო და დევიდმა კვლავ დაიწყო ბურთით ვარჯიში და აღიდგინა ძველი კონდიციები, ამის შემდეგ მამამისმა გადაწყვიტა, რომ ის უკვე მზად იყო გუნდში მისაყვანად და პატარა ფეხბურთელი "რეალ ოვიედოს" საფეხბურთო სკოლაში მიიყვანა: "მე დავიწყე მათთან ერთად ვარჯიში, თუმცა თვალში არცერთ გუნდელს არ მოვდიოდი, ისინი მე "პატარა თევზს" მეძახდნენ...თუმცა ვერ ვიხსენებ რის გამო მოხდა ასე, მათ არ უნდოდათ მე მეთამაშა მათთან ერთად. ამის გამო მე დავტოვე "რეალ ოვიედო" და საფეხბურთო კლუბ "ლანგრეოში" გადავედი, მახსოვს ამის გამო ძალიან ბედნიერი ვიყავი, "ლანგრეოში" არაჩვეულებრივი წლები გავატარე, შევიძინე უამრავი მეგობარი და მე ისინი არასოდეს დამავიწყდება, შემდედ იყო "სპორტინგი", სადაც მე ნამდვილ ფეხბურთელად ჩამოვყალიბდი."

ვილია იხსენებს მამამისის დამოკიდებულებას ფეხბურთთან: "მამა "რეალ ოვიედოს" დიდი გულშემატკივარი გახლდათ, რის გამოც ჩემი ამ გუნდიდან წამოსვლა ძალიან რთულად გადაიტანა, ჩემი "სპორტინგში" გადასვლა კი მის გარდაცვალებას დაემთხვა და ეს ისტორიაც ძალიან მძიმეა ჩემთვის."

დევიდ ვილიას თქმით ბავშვობიდან მას ყავდა ორი საფეხბურთო იდეალი ენრიკე ქუინი და ლუის ენრიკე, პირველი მათგანი "ასტურიას" და "ბარსელონას" ღირსებას იცავდა 1980-84 წლებში, ხოლო ლუის ენრიკეზე დევიდ ვილია იხსენებს: "ის იყო არანორმალურად მისაბაძი მაგალითი ჩემთვის, მე ვბაძავდი მას ქცევებში, ჩაცმულობაში, სათამაშო მანერაში, მე მისგან ბევრი რამ ვისწავლე." ვილიამ ენრიკე ქუინის სიტყვებზეც გაამახვილა ყურადღება რომელმაც მას რჩევა მისცა: "ის მარწმუნებდა მე, რომ თუ მე მოვირგებდი "ბლაუგრანას" მაისურს, უდიდეს წარმატებას მივაღწევდი ჩემს კარიერაში." როგორც ვხედავთ დევიდმა მის ასტურიელ იდეალ დუჯერა და ის "ბარსას" რიგებშია. ვილიამ ქუინის შესახებ დაამატა: "როდესაც ის საუბრობს "ბარსელონას" შესახებ, მე ვხედავ მის თვალებში უდიდეს ბედნიერებას, რომელიც მას ამ გუნდში თამაშიდან აქვს შემორჩენილი."

ბარსელონა მისთვის ახალი ქალაქია, თუმცა ის ისე გრძნობს თავს, როგორც საკუთარ სახლში: "როდესაც ვიყავი სარაგოსაში ძალიან ხშირად ჩამოვდიოდი აქ, ძალიან მიზიდავს ქალაქ ბარსელონას ცენტრი, ის არაჩვეულებრივად ლამაზია. ძალიან მიყვარს მეუღლესთან ერთად ბარსელონას მაღაზიებში სიარული." ვილია იხსენებს "სარაგოსაში" თამაშის პერიოდს (2003-2005წწ.): "როდესაც ვცხოვრობდი სარაგოსაში გული მუდამ ზღვისკენ მიმიწევდა, რადგან სარაგოსა ზღვის პირა ქალაქი არ არის."

დევიდ ვილიას ძალიან დიდ ხანია ყავს ბარსელონელი მეგობარი დევიდ პირი, რომელიც მასთან ერთად "სარაგოსაში" თამაშობდა: "ის ჩემი ერთ-ერთი ქალიშვილის ნათლიაა და ჩვენი ოჯახები ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან, ის უამრავ რამეში მეხმარება და გვერდში მიდგას ბარსელონაში გადმოსვლის შემდეგ." ვილამ აგრეთვე ხაზგასმით აღნიშნა დევიდ პირის მწვრთნელობის შესახებ: "ის "საბაბელის" მთავარი მწვრთნელია, რომელიც დაბალ დივიზიონში ასპარეზობს, უნდა აღვნიშნო რომ საუკუთარ საქმეს ძალიან კარგად ართმევს თავს."

დევიდ ვილია შეეხო მის არდადეგებსაც: "როდესაც ფეხბურთისაგან ვთავისუფლდები ძირითად დროს მეუღლესთან და ოჯახთან ერთად ვატარებ, ფეხბურთის შემდეგ ჩემი საყვარელი სპორტია ნიჩბოსნობა და ამ საქმითაც ხშირად ვარ დაკავებული. ჩემი საყვარელი საქმიანობაა აგრეთვე მუსიკის მოსმენა, მანქანაში ყოველთვის ჩართული მაქვს მუსიკა, რადგან ეს მამშვიდებს და მოტივაციას მმატებს." საყვარელი შემსრულებელი?: "ძალიან მომწონს ჯგუფი ფილა და მომღერალი მონოლო გარსია."

totalbarca.com

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.