ვალდესი და ფაბრეგასი ერთმანეთს სირბილში ეჯიბრებიან
ფაბრეგასსა და "ბარსელონას" გუნდის წევრებს ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვთ. ხერარდ პიკეს მხიარული ხასიათის შესახებ ყველას კარგად მოგეხსენებათ. მხოლოდ "პიკენბაუერი" პარავს ტრუსებს ბოიან კრკიჩს "ბარსელონას" გასახდელში. ესპანეთის ნაკრების შეკრებაზე, პიკე და ფაბრეგასი ვარჯიშის დროს ძალიან კარგად ერთობიან. ხერარდმა არაერთხელ "ამატავა" სესკი.
გუშინდელ ვარჯიშზე ვალდესმაც გამოამჟღავნა იუმორის გრძნობა. მან ფაბრეგასს სირბილში შეჯიბრი შესთავაზა, რაზეც კატალონელმა დადებით პასუხი მიიღო. დელ–ბოსკემ ნება დართო ორ კატალონელს რალი გაემართა ვარჯიშზე. ფინიშის ხაზთან მისულმა ვალდესმა გაჩერება და ფაბრეგასთან გადახვევა გადაწყვიტა. სამწუხაროდ ვარჯიში ჟურნალისტებისთვის დახურული იყო, არადა სახალისო იქნებოდა იმის ნახვა, როგორ ეჯიბრება ორი კატალონელი ესპანეთის ნაკრების ვარჯიშზე სირბილში.
წყარო: www.sport.es
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]