”ოსასუნა” - ”ბარსელონა”. საინტერესო ფაქტები

”ოსასუნა” - ”ბარსელონა”. საინტერესო ფაქტები


 - ალექსის სანჩესმა პრიმერაში მე-8 გოლი გაიატანა და ის კლუბის მე-3 საუკეთესო ბომბარდირია ლეო მესის (23) და სესკ ფაბრეგასის (9) შემდეგ.

 - კრისტიან ტელიომ პრიმერას ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა გოლი. ფეხბურთელმა თავი გასულ ტურში, ”ნოუ კამპზე”, ”რეალ სოსიედადის” წინააღმდეგაც გამოიჩინა.


 - 51 წუთის განმავლობაში მან კარის მიმართულებით 5-ჯერ დაარტყა, აქედან 3 კარში წავიდა.

 - ერიკ აბიდალმა გუნდს ბურთი ყველაზე მეტჯერ (20) დაუბრუნა.

 - მიუხედავად მარცხისა პეპ გვარდიოლას გუნდი საკუთარ სტილს არ ღალატობს. კატალონიელების ბურთის ფლობის მაჩვენებელმა 70% შეადგინა. მეორე ტაიმის რამდენიმე ეპიზოდში ფლობა 80% იყო.

 - შაბათს ხოსე ლუის მენდილიბარმა პირველი გამარჯვება მოიპოვა პეპ გვარდიოლას ”ბარსას” წინააღმდეგ. ამ შეხვედრამდე ის 7-ჯერ დაუპირისპირდა პეპ გვარდიოლას და ყველა მათგანში დამარცხდა.

 - პირველად პრიმერას შეხვედრაში ”ბარსას” ფეხბურთელს 100 გადაცემაზე მეტი არ გაუკეთებია. დანი ალვეში საუკეთესო იყო 82 გადაცემით.

 - პუიოლის შესანიშნავი სერია შეწყდა. მაშინ, როცა ის თამაშობდა გუნდი ზედიზედ 57 შეხვედრაში დაუმარცხებელი იყო.

 - ეს მიმდინარე სეზონში პრიმერაში ”ბარსას” მე-2 მარცხია.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.