”ბარსა” და ”ატლეტიკი” ფინალის ”სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართვას ითხოვენ
”ბარსელონასა” და ბილბაოს ”ატლეტიკის” წარმომადგენლებმა სურვილი გამოთქვეს, რომ სამეფო თასის ფინალი ”სანტიაგო ბერნაბეუზე” ჩატარდეს. ფედერაცია გადაწყვეტილებას 10 დღის განმავლობაში მიიღებს.
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სხდომას, რომელიც მადრიდში 13 თებერვალს გაიმართა ”ბარსელონას” და ”ატლეტიკის” წარმომადგენლები დაესწრნენ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული იმის შესახებ, თუ სად ჩატარდება სამეფო თასის გათამაშების ფინალი.
”ბარსელონას” წარმომადგენლებმა, ტონი ფრეიშამ და ანტონი როსიჩმა სურვილი გამოთქვეს, რომ მატჩი ჩატარდეს სტადიონზე, რომელიც ორ პირობას დააკმაყოფილებს: იქნება ნეიტრალური და რაც შეიძლება მეტ გულშემატკივარს დაიტევს.
ამავდროულად ”ატლეტიკის” წარმომადგენლებმა სრული თანხმობა განაცხადეს ”ბარსას” შეთავაზებაზე. ამგვარად მადრიდის ”რეალის” სტაიდონი, ”სანტიაგო ბერნაბეუ” არის ადგილი, რომელიც ორივე კლუბის მოთხვონას სრულად დააკმაყოფილებს.
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით საბოლოო გადაწყვეტილება 10 დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]