გუტი ეწინააღმდეგება ფინალის "ბერნაბეუზე" გამართვას
მადრიდის "რეალის" ცოცხალ ლეგენდას, ხოსე მარია გუტიერესს (გუტი), უკომენტაროდ არ დაუტოვებია ის ფაქტი, რომ "ბარსელონა" და "ატლეტიკი" სამეფო თასის ფინალური მატჩის ჩატარებას "სანტიაგო ბერნაბეუზე" ითხოვენ. მან არგუმენტიც მოიყვანა, თუ რატომ არ უნდა მოხდეს ეს. იტყობინება ესპანური მედია.
კატალონიის "ბარსელონა" და ბილბაოს "ატლეტიკი" გახლავთ გუნდები, რომლებმაც შეძლეს და ფინალში გასვლა მოახერხეს. ისინი ითხოვენ ფინალური მატჩის "სანტიაგო ბერნაბეუზე" ჩატარებას. ეს ფაქტი არ მოსწონს "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობას. ესპანური პრესის ცნობით, მადრიდელებს არ სურთ კატალონიელთა შესაძლო ტრიუმფის ხილვა თავიანთ არენაზე.
"სამეფო თასის ფინალი არ უნდა გაიმართოს "სანტიაგო ბერნაბეუზე". რატომ? იმიტომ, რომ 2004 წელს ამავე გათამაშების ფინალური შეხვედრა არ გაიმართა "კამპ ნოუზე", როდესაც მატჩში მონაწილეობას იღებდნენ "რეალი" და "სარაგოსა". რატომ უნდა დაუთმოს "რეალმა"? მადრიდელებმა თავად უნდა მივიღოთ გადაწვეტილება, რადგან სტადიონი ჩვენს განკარგულებაშია". დაასრულა გუტიმ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]