ხოსეპ გვარდიოლას პრეს-კონფერენცია
"ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს მეორე ტაიმში, პირველ ტაიმში უკეთესად ვითამაშეთ". ასეთი იყო პეპ გვარდიოლას პირველი სიტყვები მას შემდეგ, რაც კატალონიის "ბარსელონამ" 1:3 დაამარცხა ლევერკუზენის "ბაიერი". პირველ ნახევარში მასპინძლები საკუთარ საჯარიმოსთან მიაჯაჭვეს კატალონიელებმა, ხოლო მეორე ნახევარში თამაში გაიხსნა და შესაბამისი ანგარიშიც დაფიქსირდა. ეს გახლდათ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველი დაპირისპირება.
მეორე ტაიმის დაწყებამდე პეპ გვარდიოლამ მოახერხა და გუნდს სულისკვეთება შემატა, რათა კონცენტრაცია არ დაეკარგათ: "მეორე ნახევარი ჩვენთვის გაკვეთილი იქნება განმეორებითი მატჩისთვის. გერმანელებს ბრწყინვალე ვირტუოზები ჰყავთ, რომლებიც მინიმალურ შანსსაც არ უშვებენ ხელიდან. მათი რწმენის გაქარწყლება შეუძლებელია".
სამი გოლი გასვლაზე
გვარდიოლამ განიხილა საკუთარი გუნდის თამაში: "სამი გოლის გატანა გასვლით შეხვედრაში დიდებულია, ბიჭები ისე მოქმედებდნენ, როგორც ყოველთვის. დიდი ნაბიჯი გადავდგით 1/4 ფინალისკენ". მწვრთნელმა განაცხადა, რომ სულაც არ იყო მისთვის სიურპრიზი მასპინძლების მიერ შექმნილი საგოლე მომენტები მეორე ტაიმში: "როდესაც აქ მოვდიოდი ვიცოდი, რომ გერმანელები საგოლე მომენტების გარეშე არ დატოვებდნენ მოედანს. ჩვენ საკმაოდ ცოტა სახიფათო ეპიზოდი შევქმენით მეორე ტაიმში".
გვარდიოლა გრძნობს, რომ მისი გუნდისთვის "ბაიარენაზე" მოპოვებული გამარჯვება დადებითი მუხტი იქნება მომავალ თამაშებზე: "მაქვს წინათგრძნობა, თუ გუნდი შეინარჩუნებს ამ ფორმას, დარეგულირდება სიტუაცია, თუმცა ახლაც ძალიან კარგი მდგომარეობაა. ეს ბიჭები შესანიშნავი არტისტები არიან, როდესაც საქმე ეხება კონკურენციას".
პიკე ხელშეუხებელია
როდესაც მწვრთნელს ჰკითხეს სპეციფიურ ფეხბურთელებზე, მან მესი და პიკე ახსენა. არგენტინელზე განაცხადა: "ის განაგრძობს თავისი სულიერი სიძლიერის დემონსტრირებას, რაც ჩვენთვის სასიცოცხლოა". მცველზე კი, რომელიც არ მონაწილეობდა გუშინდელ შეხვედრაში, განაცხადა: "შაბათს შეიძლება მასკერანო ან ალვეში ვერ დაგვეხმარონ, ამიტომაც მსურდა პიკეს დასვენება. მე ვუხმე ბარტრას, რომელიც ძალიან გვჭირდება. ხერარდმა შესანიშნავად იცის თუ როგორ მიყვარს ის. ჩვენთვის პიკე ხელშეუხებელია".
[media=http://www.youtube.com/watch?v=7grpL5lc8nk]
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]