ვილანოვა ვარჯიშებს უბრუნდება

ვილანოვა ვარჯიშებს უბრუნდება

ტიტო ვილანოვას, პეპ გუარდიოლას მთავარ ასისტენტს ექიმებმა ასე ვთქვათ "მვანე შუქი" აუნთეს და ამიერიდან მას შეუძლია, გუნდის ყოველდღიურ ვარჯიშებს დაუბრუნდეს.

 

დღის ბოლოს ვილანოვას ექიმებმა სასიამოვნო ინფორმაცია ახარეს. სამედიცინო შემოწმებამ, რომელიც კლინიკა Vall d'Hebron-ში ჩატარდა, დადებითი შედეგები აჩვენა. შესაბამისად, ვილანოვას შეუძლია, მუდმივ რეჟიმში შეასრულოს ის ვალდებულებები, რომელიც მას "ბარსას" წინაშე აქვს აღებული. შეგახსენებთ, რომ გასული წლის 22 ნოემბერს ვილანოვას ოპერაცია ჩაუტარდა ყელის არეში. მას სიმსიმნური წარმონაქმნი ჰქონდა. ოპერაციის შემდგომ გაკეთებული ანალიზები ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლეოდა, თუმცა მკურნალობამ შედეგი გამოიღო და ახლა ექიმები მხოლოდ პაციენტის გაუმჯობესებულ მდგომარეობაზე საუბრობენ.

 

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვილანოვას თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევდა იმის საშუალებას, რომ გუნდის ყველა ვარჯიშსა თუ თამაშზე გამოცხადებულიყო. პეპ გუარდიოლა და მთელი სამწვრთნელო შტაბი ტიტოს მდგომარეობით შეწუხებულნი იყვნენ. მიუხედავად ყველაფრისა, ვილანოვა მაინც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.