"როგორ იქმნებოდა მსოფლიოს უდიდესი გუნდი" ნაწილი II
სანდრო როსელი და ხუან ლაპორტა, ახლანდელი და ყოფილი პრეზიდენტები "ბარსელონასი" დღეს თითქოს მტრობენ ერთმანეთს, თუმცა სწორედ როსელი, თავისი უდიდესი კავშირებით დაეხმარა ლაპორტას, მოსულიყო "კამპ ნოუზე".
"ლაპორტას პრეზიდენტობისას 2 წლის განმავლობაში ნამდვილად იგრძნობოდა სახელისუფლებო ძალის ნაკლებობა. დროთა განმავლობაში ადამიანები არ იცვლებიან, უბრალოდ ისინი მეტად წარმოჩენენ თავს"- სანდრო როსელი.
"დღეს დირექტორთა კაბინეტი დაკომპლექტებულია უსირცხვილო მატყუარებით, მათ სურთ გაანადგურონ ჩვენი იმიჯი და ჩვენს მიმართ ზიზღი გამოიწვიონ"- ხუან ლაპორტა.
2003 წლის 10 ივნისს, ზაფხულის მზიან დღეს, წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩართულმა ხუან ლაპორტას შტაბმა განაცხადა, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი განცხადება უნდა გაეცნოთ საზოგადოებისთვის.
იმ დროისთვის ფეხბურთში მოღვაწე ვიწრო წრეებისთვის უკვე ცნობილი იყო, რომ გარიგება "მანჩესტერ იუნაიტედს", მადრიდის "რეალს" და დევიდ ბექჰემს შორის უკვე შემდგარი იყო. სატრანსფერო ფასიც შეთანხმდა ხოსე ანხელ სანჩესის და პიტერ კენიონის შეხვედრაზე, რომელიც კუნძულ მენორკაზე შედგა. ბექჰემის წარმომადგენლებიც კმაყოფილნი იყვნენ კონტრაქტის პირობებით. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ტრანსფერი არ იყო დახურული, თეორიულად ინგლისელი ფეხბურთელი კვლავ სატრანსფერო ბაზარზე რჩებოდა.
" შემიძლია გამცნოთ, რომ ჩვენ უკვე შევათანხმეთ სატრანსფერო ფასი "მანჩესტერ იუნაიტედთან" დევიდ ბექჰემის ტრანსფერზე და ჩემი გაპრეზიდენტების შემთხვევაში ამ ფეხბურთელს "კამპ ნოუზე" იხილავთ"- განაცხადა იმ დღეს ლაპორტამ.
პრეზიდენტობის კანდიდატმა ფასთან დაკავშირებულ კითხვას არ უპასუხა და სიტყვა სანდრო როსელს, მისი გუნდის წევრს გადასცა. სწორედ სანდროსთვის უნდა დაესვათ შეკითხვები ჟურნალისტებს და აი უხერხული შეკითხვების წვიმაც წამოვიდა:
"როგორ დაარწმუნებთ ბექჰემს რომ არ წავიდეს მადრიდში?”
"არის კი ის შესაფერისი ფეხბურთელი თქვენი მომავალი "ბარსელონასთვის?"
"ნამდვილად სურს იგი თავის გუნდში მომავალ მწვრთნელს?"
"მისი ტრანსფერი მხოლოდ მარკენტინგული სვლა ხომ არ არის?”
სანდრო როსელმა ყველა კითხვას მოხერხებულად უპასუხა!
სინამდვილეში ეს მხოლოდ ტრიუკი იყო! დევიდ ბექჰემის მადრიდში წასვლა უკვე 100% გადაწყვეტილი გახლდათ,"ბარსელონა" ლა ლიგაში კარგად ვერ გამოიყურებოდა და ბექჰემს ჩემპიიონთა ლიგაზე თამაშის გარანტიასაც კი ვერ აძლევდა. მაგრამ ამ ტრიუკმა შესანიშნავად იმუშავა!
ლაპორტამ დააჯერა ხალხს ის, რისი დაჯერებაც მათ სურდათ- ის რომ, არასტაბილური "ბარსელონა" კვლავ შეძლებდა გამხდარიყო მთავარი მოთამაშე მსოფლიო ფეხბურთში ამ ახალგაზრდა ადამიანის წყალობით.
მარკ ინგლაც ლაპორტას გუნდის წევრი იყო. ისე როგორც სხვები ისიც ახალგაზრდა, წარმატებული პიროვნება იყო, რომელიც ხუანის გაპრეზიდენტების შემთხვევაში მარკეტინგის დირექტორი უნდა გამხდარიყო. ინგლა იხსენებს: " როდესაც ჩვენ ბექჰემის ტრანსფერი გავახმაურეთ მაშინ ჩვენ მოწინააღმდეგეებზე წინ გავიჭერით მომავალ არჩევნებში. ხალხმა დაიჯერა, რომ ამ ბიჭებს შეუძლიათ მანჩესტერში ჩასვლა და იქიდან თვით იმ დროის ვარსკვლავის, დევიდ ბექჰემის ჩამოყვანა, სანდრო როსელი აქტიურად იყო ჩართული ამ ყველაფერში და ვიცი, რომ სწორედ მისმა კარგმა ურთიერთობამ ფლორენტინო პერესთან წასწია საქმე წინ."
სანდრო როსელს და ფლორენტინო პერესს, ჰქონდათ და დიდი ალბათობით დღესაც აქვთ ძალიან კარგი ურთიერთობა, შეიძლება ითქვას რომ მათ მეგობრობაც კი აკავშირებთ.
ბექზის ტრანსფერი "რეალში" მოგვარებული საქმე იყო. მადრიდელები უსაფრთხოდ იყვნენ, მაგრამ ამ დროს მათი მოსისხლე მტერი აცხადებდა, რომ მიაღწიეს შეთანხმებას ინგლისელ ფეხბურთელთან. ამ დროს კი, ყველას გასაკვირად დედაქალქელთა მხრიდან არც ლაპორტაზე შეტევის მცდელობა იყო და არც მის მიერ გაკეთებული განცხადების უარყოფა. წყალი მშვიდი იყო და ძმური იდილია სუფევდა მცირე მონაკვეთში მტრებს შორის.
რომ არა პერესის და როსელის კარგი ურთიერთობა, მადირდელთა პრეზიდენტი აუცილებლად გამოაშკარავებდა ლაპორტას გუნდის ხრიკს და მაშინ, ბარსას მომავალი პრეზიდენტი ნამდვილად დაკარგავდა გულშემატკივირს ნდობას. მაგრამ პერესი შეცდა.....და ამ ყველაფერმა საბოლოოდ მადრიდიდან კატალონიაში ძალაუფლების გადატანა გამოიწვია.
ამ ტრიუკით ლაპორტამ "ბარსელონას" საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა და კლუბმაც წინსვლა დაიწყო. დევიდ ბექჰემს არასდროს უთამაშია კატალონიაში, მაგრამ ლაპორტას და მოგვიანებით როსელის წყალობით "ბარსელონა" საფეხბურთო მწვერვალზე ავიდა და ხელი შეუშალა "რეალს" გამხადრიყო მსოფლიოს საუკეთესო გუნდი.
გაგრძელება იქნება.....
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]