როგორ გახდი ''კულე''? (ნაწილი 3)

როგორ გახდი ''კულე''? (ნაწილი 3)

 

1. tamo-barca ( თამუნა გოგოლაძე) ‘’წევრი’’ - ყველა კულეს თავისი ისტორია აქვს თუ როგორ შეუყვარდა კლუბი,გამონაკლისი არც მე ვარ და შევეცდები მოგიყვეთ ჩემი ისტორია ფეხბურთან და ამ კლუბთან დაკავშირებით.. 14 წელია რაც უკვე ვარსებობ ამ ქვეყანაზე და მივყვები ცხოვრების მდინარეს, ჩემი ცხოვრების მდინარეს თან ახლავს ფეხბურთი ,რემელსაც ბავშვობიდან დიდი ადგილი უკავია ჩემი გულის პარკუჭში.ყველაფერი ესე დაიწყო 4-5 წლის პატარა ბავშვი ვიყავი როდესაც ტელევიზორში გამუდმებით ფეხბურთი იყო ჩართული, რომელსაც მამა და ბაბუა უყურებდნენ.როდესაც ცელქობისგან ვეღარ მაჩერებდნენ დამსვავდნენ ტელევიზორთან რომ რაღაცით გავრთობილიყავი და დავწყანრებულიყავი. ტელევიზორში კი ფეხბურთი, ფეხბურთი და კიდევ ფეხბურთი იყო ხოლმე. მეც სხვა რა გზა მქონდა ვუყურებდი და ვისმენდი სხვადასხვა აზრებს გუნდებთან დაკავშირებით ,ხშირად მესმოდა რეალ მადრიდი, რომელშიც საოცარი ფეხბურთელები თამაშობდნენ და ძალიან ძლიერი გუნდი იყო სწორედ ამ გუნდის დიდი ბალეშიკები იყვნენ მამაჩემი და ბაბუაჩემი. ასეთ სიტოაციაში როგორ შეიძლებოდა არ შეგყვარებოდა ეს გუნდი ?!მაგრამ მე ყოველთვის მათ საწინააღმდეგოდ ვიყავი განწყობილი და არ მინდოდა მათ საყვარელ გუნდს გემარჯვა, მინდოდა რო წაეგო და ამათაც გული დაწყვეტოდა და გადაყვარებოდათ ეს რეალი (დამპალი ბავშვი ვიყავი:დ) ასე რომ რეალის მთავარი კონკურენტისკენ ვიყავი ყოველთვის და მოგეხსენებათ ეს გუნდი სწორედ ბარსაა. დრო გადიოდა და სულ უფრო და უფრო ვინტერესდებოდი ბარსელონათი და მიყვარდებოდა.. სულ რაღაც 4 წელია რაც სერიოზული კულე გავხდი და ბარსას ერთი თამაშის გარეშე ვერ ვძლებ. რას ვიფიქრებდი რო ბავშვური სიცანცარე ამხელა რაღაცაში გადავიდოდა და ბარსას გარეშე სიცოცხლესაც ვეღარ შევძლებდი . ყველაფერს ბარსელონას დავუკავშირებდი და ყველაზე დიდი ოცნებაც ბარსელონასთან კავშირში თუ იქნებოდა. მისდამი სიყვარულს სიტყვებით ვერარ ავღწერ.... ასე რომ ბარსა არ იყო ძალიან ძლიერი გუნდი როდესაც შემიყვარდა და რაც არ უნდა დასუსტდეს "სიემპრე კულე" !!! ...

 

2. blaugraneli gogo (თიკო კვირკველია)  ‘’წევრი’’ - მე ფეხბურთი მამაჩემმა შემაყვარა თავის დროზე.. დამსვა და პირველად ელ კლასიკოს ყურების ბედნიერება მეღირსა იმ დროს რეალში თამაშობდა რაული..ბარსელონამ წააგო მეც რეალის ფანი მომინდა რომ გავმხდარიყავი (აბა პატარა ბავშვი იმას უბალეშიკებს ვინც მოიგებს) მაგრამ ბლაუგრანელი მამა რა მამა იქნებოდა სახლში მადრიდისტა შვილი რომ აეტანა ერთხელაც დამიძახა და რეალის და ბარსელონას ისტორია მომიყვა..მიამბო ამბავი ფრანკოზე, 11-1-ზე უკვე რეალზე ძალიან ცუდი წარმოდგენა შემექმნა...ბლანკოსის ლანძღვის შემდეგ მამაჩემი ბლაუგრანას კრუიფის, რაიკარდის, სტოიჩკოვის, რივალდოს და ბოლოს რონალდინიოს ქებას მიყვა...ანუ კალაპოტში ჩამსვა :) ბევრი ამბობს კულედ გაუჩომ მომნათლაო...ახალბედა ფანებისთვის მესია ფეხბურთის ღმერთი..ჩემთვის ეტოო იყო ყველაფერი ის ფეხბურთელი რომელიც სულ იცინოდა სულ გვახარებდა გოლებით სანამ ცხვირა-იბრაში არ გაცვლიდა გვარდიოლა...ეხლა ჩემი ფეხბურთის ღმერთი მესია მაგრამ მაინც ეტოოს შემდეგ.

 

3. Barcafan Digmell ( გიორგი დიღმელაშვილი) ‘’წევრი’’ - შიუკ პირველ რიგში მინდა გითხრა რომ ეს შენი პროექტი არის ძალიან კარგი და საინტერესო, ეხლა კი მოგიყვები ჩემს ისტორიას თუ როგორ გავხდი კულე: დაახლოებით 4-5 წლის ვიყავი და ჩემი ძმაკაცი ამოვიდა ჩემთან და მომიყვა რაღაც ამბები საფეხბურთო გუნდეზე ბარსელონაზე, ის მიყვებოდა იმდროინდელ ფეხბურეთელებზე და დამარწმუნა რომ რონალდინიო საუკეთესო იყო, კი მართალი მე ბარსას თამაშებს არ ვუყურებდი მაგრამ ანგარიშს ყოველთვის ვგებულობდი. იმის შემდეგ მე ვგულშემატკივრობ, ბარსელონას, უბრალოდ მხოლოდ 1 თვე გარკვეული მიზეზების გამო გადავედი მანჩესტერის მხარეს, ეს 4 წლის წინ მოხდა, ხოლო შემდეგ კი დავუბრუნდი ბარსას. 2010/2011 სეზონიდან უკვე თამაშების ყურება დავიწყე, ნუ ბევრს ვტოვებდი, მაგრამ 2011/2012 წლის სეზონში 34 თამაშიდან 7 გამოვტოვე. მე ბარსელონას გულშემატკივარი დავრჩები ცხოვრების ბოლომდე.

 

4. BaaRccA (ჟანა დიაკონიძე) ‘’წევრი’’ - შეიძლება სასაცილოდაც მოგეჩვენოთ მაგრამ ჩემი ისტორია არც ისე დიდი ხნის წინ დაიწყო,სულ რაღაც ერთი წლის წინ ჩემპიონთა ლიგის ფინალი მიმდინარეობდა(ბარსელონა–მანჩესტერი)მაგრამ მაშინ არც ფეხბურთი მაინტერესებდა და არც ის ვიცოდი "რა" იყო ბარსელონა.სრულიად შემთხვევით ჩავრთე ტელევიზორი დამაინტერესა და რამდენიმე წუთში მესის მშვენიერი გოლი ვიხილეეე (2–1)ცოტა ხანში 3–1_იც გახდა,არასდროს დამავიწყდება ის სიხარული რაც გვარდილას სახეზე დავინახე ვილიას გოლის შემდეგ,არვიცი რატომ მაგრამ მიხაროდა არადა პირველად ვიხილე ბარსელონას თამაში.დამთავრდა მატჩი და ბარსელონა სიხარული მეც მათთან ერთად გავიზიარე....მეორე დღეს დავიწყე მთლიანად ფეხბურთის შესწავლა ჩავეწერე ერთ–ერთ ფან კლუბში რომელიც სამწუხაროდ აღარ არსებობს,ერთად ვუყურებდით თამაშებს და ვბალესჩიკობდით ბარსასს სწორედ აქედან გავხდი ბარსას დიდი გულშემატკივარი.ახლა ერთ ერთი თქვენთაგანი ვარ და ამით ვამაყობ.

5. kupson (ნიკა სეფისკვერაძე) ‘’წევრი’’ - ბარსას გულშემატკივარი მაშინ გავხდი როცა ელ კლასიკო იყო 2:6 ყველას ახსოვს მაშინ ამ თამაშს ვუყურებდი და მსიამოვნებდა მათი თამაში და სწორედ მაგედან დაიწყო ყველაფერი შემდეგ წავაწყდი ბარსამანიას და უფრო და უფრო ინფორმირებული გავხდი ბარსას შესახებ და დიდი მადლობა ბარსამანიას და მე მუდამ კულე ვიქნები რადგან ეს გუნდი თავდავიწყებით შემიყვარდა...

 

6. MIRO ( მირიან მანჯავიძე) ‘’წევრი’’ - სიმართლე გითხრათ მე თვითონაც არ ვიცი როგორ გავხდი კულე ... თითქოს დაბადებიდან კულე ვიყო .. 3 წლის ვიქნებოდი, ჩემი და შემოვიდა რონალდინიო რა მაგარია ასე ამბობდა იგი მეც 1000-სში ერთხელ როცა შემთხვევით წავაწყდებოდი ბარსას თამშებს ვუყურებდი და დიდი ფანიც ვიყავი ... დამიჯერეთ ფანობა იმას არ ნიშნავს რო არცერთ მატჩს არ ტოვებ ,მთავარია გჯეროდეს  რაღაც ცუდი პერიოდი დაუდგა მაშინ ბარსას აგებდა მატჩებს ატასში ერთხელ იგებდა ეგეც პატარა ანგარიშით. და თავში მომივიდა აზრი რო აღარ ვყოფილიყავი ბარსას ფანი . ჩელსი ძალიან ძLიერი იყო იმ დროს ხოდა ჩავრთე მუსიკა : "We Are The Champions" და დავიწყე ჩელსიზე ფიქრი წარმოვიდგინე ლიგის თასით ლურჯ ფორმაში დროგბად ა უკან ჩელსის წარმომადგენლები... როგორ ვეცადე როგორ მარა ბარსა ვერ დავივიწყე. ერთხელ შემთხვევით როდესაც "პულტ"-ს ვაწვალებდი ბარსას თამაშI ვნახე ბოლომდე დავრჩი და წააგო. მაშინ მივხვდი რომ ეს არის ბარსა მე კი ბარსას ფანი როგორ ბრძOლობდა პუიოლი რომ კარი დაეცვა როგორ ცდილობდა ჩვენი მაესტრო გაეკეთებინდა იდეალური გადაცემები მაგრან წაავაგეთ. ხოდა იმ დღის მერე ბარსაა ჩემი ცხოვრება. და ხალხო მოგიწოდებთ ვინმე თუ ჩემნაირ სიტუაციაშI ჩავარდნილხათ შედით რომელიმე ვიდეოების საიტზე და აკრიფეთ Iniesta goal 2009 chelsa და ამ წინაადადების მერე გავიხსენებ: ბევრს ალბათ უკეთესად გაეგება ალბათ ჩემზე: 90 წუთი მიიწურა დაამატეს თუ არ ვცდები 2 წუთი 1 წუთი გავიდა ... შემოუტია ჩელსიმ სადააცაა ფინალში გავლენ წაამებიღა აშორებთ. ვალდესი მაგრეად ხვდება და ბურთშ ინიესტა ეუფლება მოატყუა ერთი და წააქციეს მსაჯი რეაგირებას არ ახდენს . უცებ ჩაწოდება საჯარიმOში გამოაქვთ ბურთი მაგრამ კარგად ვერა მესიმ მიკრა ფეხი და ინიესტამ უბრალოდ მიარტყა ბურთს ფეხი იცოდა მაინც მალე იქნებოდა სასტვენი და უცებ ბურთი ბადეში ეხვევა.... Goallllllllllll!!!!!! ბარსამ ეს შეძლო ის არ დანებდა და შედეგიც გამოჩნდა..... და მე ჩემი მთელი ცხოვრება კულე ვიყავი,ვარ და ვიქნები.

 

7. MaRiCuLe LM10 (მარიამ ჟამუტაშვილი) ‘’წევრი’’ - გახდე ‘’კულე’’ არ არის ადვილი, იყო ‘’კულე’’ დიდი ტვირთია.... Born to be Culè,Culè After Death...Barca untill end of the univerce...!!

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.