ლარსონი: ''ჩავი საუკეთესო ფეხბურთელია, ვისთანაც მე მითამაშია''
''ბარსას'' ყოფილმა ფეხბურთელმა, შვედმა ჰენრიკ ლარსონმა Canal + მისცა ინტერვიუ. შეგახსენებთ, რომ ეს ფეხბურთელი ''ბარსაში'' 2004-2006 წლებში თამაშბდა.
ფეხბურთელმა ინტერვიუში საკმაოდ ვრცლად ისაუბრა. იგი შეეხო კატალონიურ კლუბს და ასევე ორიოდე სიტყვა თქვა, მათ საოცარ თამაშზე.
''მე ''ბარსაში'' თამაში რონალდინიოს და ეტოოს დროს მომიწია. ისინი ჩემთვის მეტი არიან, ვიდრე ფეხბურთელები.
ჩავი და ინიესტას ერთგული
ასევე შვედმა ერთგულება გამოხატა ჩავის და ინიესტას მიმართ. ''რონალდინიო საუკეთესო იყო მე მასზე აღარაფერს აღარ ვიტყვი, მაგრამ ასევე არ უნდა დაგვავიწდეს ინიესტა და ჩავი. ისინი ‘’ბარსა’’ რგებში საუკეთესოები არიან.
ჩავი ჩემი საუკეთესო პარტნიორი იყო მოედანზე. მას ყველანაირად შეუძლია წარმართოს შეტევა. ესპანელი ბურთს მოედანზე თითქმის არც კარგავს. მისი ეს საქციელი ცოტა, თუ გვახსოვს. ხოლო, რაც შეეხება ინიესტას. ჩავისგან მას რაც გამოარჩევს ეს სისწრაფეა. დანარჩენში ისინი ერთმანეთს ძალიან გვანან. ისინი კიდე დიდ ხანს ითამაშებენ ''ბარსაში''.
მუხლის ტრავმა
მან ''ბარსას'' რიგებში ძალიან რთული ტრავმა მიიღო მადრიდის ''რეალის'' წინააღმდეგ, ''კამპ ნოუზე''. ფეხბურთელს ამის გამო 4 თვე გაუცდა. ''მე ეს პერიოდი ძალიან რთულად მახსენდება. მაშინ მე ყველაფერს ვაკეთებდი, რათა მოედანზე მალე დავბრუნებულიყავი''.
პარიზის საოცარი მომენტი
შვედმა ასევე ინტერვიუში გაიხსენა 2006 წლის ''ჩემპიონთა ლიგის'' ფინალი. ''ეს მართლაც საუკეთესო წუთები იყო ჩემს ცხოვრებაში. ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს ამ ფინალის მოსაგებად’’ - დაამთავრა ლარსონმა.
შეგახსენებთ, რომ 2006 წლის ფინალში ‘’ბარსა’’ ლონდონის ‘’არსენალს’’ დაუპირისპირდა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]