ლარსონი: "ბარსელონა" ძალიან კარგი იყო ჩემთვის"

ლარსონი: "ბარსელონა" ძალიან კარგი იყო ჩემთვის"

ცნობილმა შვედმა ფეხბურთელმა, ჰენრიკ ლარსონმა კატალონიის "ბარსელონადან" წასვლა გაიხსენა, რომელიც 2006 წელს დატოვა. შვედმა ფეხბურთელმა კლუბი ზაფხულში დატოვა და მშობლიურ "ჰელინბორგს" მიაშურა. 

"გუნდი ძალიან კარგი იყო, შესაძლოა ზედმეტად კარგი პირადად ჩემთვის. მაშინ მე ვგრძნობდი, რომ მე კიდევ გამაჩნდა ძალები, რათა რამოდენიმე სეზონიც მეთამაშა. ამის გარდა, ჩემს შვილს მაშინ 10 წელი შეუსრულდა და ნამდვილად შესაფერისი დრო იყო შვედეთში დავბრუნებულიყავი - აუცილებლად უნდა მიმეცა შესაძლებლობა მასზე, რომ ამ ქვეყანაში გაზრდილიყო. ჩემი დრო "ბარსელონაში" უბრალოდ ფანტასტიური იყო და რა თქმა უნდა, მე შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა ფანებთანაც." - განაცხადა, ლარსონმა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.