ფედერაციას იმედებს "მესტალიაზე" ამყარებს

ფედერაციას იმედებს "მესტალიაზე" ამყარებს

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია იმედოვნებს, რომ სამეფო თასის ფინალს "მესტალია" უმასპინძლებს, თუმცა "ღამურების" სტადიონის მხარდამხარ კიდევ ორ სტადიონს განიხილავს.

 

COM Ràdio-სთან საუბრისას "ბარსელონასა" და "ატლეტიკს" შორის გასამართი ფინალის კოორდინატორმა აღნიშნა, რომ არსებობს სამი შესაძლო ადგილი მატჩის ჩასატარებლად. "სამი ოფციიდან ორი მეტად რთული ვარიანტი იქნება. ზოგადად განვიხილავთ "მესტალიას", "კალდერონსა" და "კარტუხას". "ბარსა" და "ატლეტიკი" არ ემხრობიან სევილიაში ფინალის გამართვას. გარდა ამისა, იქ მხოლოდ 13 მაისს იქნება ფინალის ჩატარება შესაძლებელი და წარმოიშვება სირთულეები გაზონის შეცვლასთან დაკავშირებით. "კალდერონზე" 20 მაისს დაგეგმილია კონცერტი, შესაბამისად ფინალის ჩატარება შესაძლებელი იქნება 25 მაისს. 25 აპრილამდე არ გვეცოდინება შესძლებს, თუ არა "კალდერონი" სამეფო თასის ფინალის მასპინძლობას."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.