როსელი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა

როსელი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა

ესპანური პრესის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, მადრიდის ერთ-ერთ სასტუმროში შედგა შეხვედრა "ბარსელონას" პრეზიდენტს, სანდრო როსელსა და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარეს, ანხელ მარია ვილიარის შორის. ვილიარმა და როსელმა სხვადასხვა თემებთან ერთად იმსჯელეს საკითხებზე, რომლებიც მსაჯობას ეხება, თუმცა განხილვის მთავარი თემა მაინც სამეფო თასის ფინალის ჩატარების ადგილი იყო.

 

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონასა" და ბილბაოს "ატლეტიკს" ესპანეთის თასის ფინალის ჩატარება "სანტიაგო ბერნაბეუზე" სურდათ, თუმცა "რეალის" ხელმძღვანელობამ თავისი სტადიონის დათმობაზე უარი განაცხადა და ამის მიზეზად სარემონტო სამუშაოები დაასახელა. პრესა ამტკიცებს, რომ მადრიდელთა მხრიდან ეს შენიღბვაა. სინამდვილეში მათ არ სურთ, რომ კატალონიურმა გრანდმა შესაძლო წარმატება "ბერნაბეუზე" იზეიმოს.

 

ყოველივე ზემოთ ხსენებულის გათვალისწინებით როსელმა განაცხადა, რომ ასეთ ვითარებაში "ბარსელონა" ფინალის გამართვას ისურვებდა "მესტალიაზე", რომელიც "ვალენსიის" სტადიონია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.