ჩილავერტი: "ვალდესს უთხარით, რომ ის მსოფლიოში საუკეთესოა"
მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთმა ლეგენდარულმა მეკარემ, ხოსე ლუის ჩილავერტმა დაიცვა ვიქტორ ვალდესი მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელს დიეგო მარადონამ "ცუდი მეკარე" უწოდა.
გასულ სამშაბათს მარადონამ განაცხადა: "ვალდესი ცუდი მეკარეა, მაგრამ ის კარგი გვეჩვენება იმიტომ, რომ მას შესანიშნავი თანაგუნდელები ჰყავს." მარადონას ამ განცხადებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ლეგენდარულმა მეკარემ ხოსე ლუის ჩილავერტმა ამპლუით თავის კოლეგას მხარდაჭერა გამოუცხადა: "გადაეცით ვალდესს, რომ მან ყურადღება არ მიაქციოს მარადონას, რადგან ამ უკანასკნელს არაფერი ესმის ფეხბურთში, ვინაიდან ვალდესი მსოფლიოში საუკეთესო მეკარეა."
ჩილავერტმა ასევე განაცხადა: "ჩემთვის ის მსოფლიოში საუკეთესოა იმიტომ, რომ იგი ყოველთვის მშვიდია და როცა საჭიროა თავის სიმშვიდეს გუნდსაც გადასცემს. მარადონა ფეხბურთში ვერ აზროვნებს. ფეხბურთელები არიან ადამიანები, ვისაც დიდი ყურადღება ეთმობა და მათ უნდა ეყოთ ჭკუა იმისთვის, რომ ნარკოტიკებთან არ დაიჭირონ საქმე, მარადონამ კი მსოფლიო ფეხბურთს დიდი ზიანი მიაყენა. იგი იქამდეც დაეშვა, რომ მან ცუდად მოიხსენია პაპი იოვანე პავლე II."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]