ფანტასტიკური საღამო ცირკ du Soleil-ში
"ბარსელონას" ფეხბურთელები და მწვრთნელები აქტიურად ესწრებიან სხვადასხვა კულტურულ სანახაობებს. გუშინ ცირკმა du Soleil "ბარსას" დელეგაცია მიიღო. დილის ვარჯიშის დასრულების და მცირედი დასვენების შემდეგ რამდენიმე ფეხბურთელმა გადაწყვიტა, რომ დასწრებოდა ახლად დადგმულ წარმოდგენას.
წარმოდგენაზე პირველი გამოცხადდა პედრო როდრიგესი, რომელსაც რამდენიმე წუთში ფეხდაფეხ მიჰყვნენ სერხიო ბუსკეტსი და დანი ალვეში, ბოლოს კი მათ შეუერთდნენ ლეო მესი თავის მეგობარ გოგოსთან და ხავიერ მასკერანოსთან ერთად. შოუ, სახელწოდებით Corteo ბოლოჯერ ტარდებოდა ბარსელონაში.
წარმოდგენის დაწყებამდე ფეხბურთელებმა სურათი გადაიღეს მსახიობებთან. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ "ბარსელონელებმა" არამარტო სიამოვნება მიიღეს წარმოდგენის ყურებით, არამედ თავადაც ჩაერთვნენ მასში.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]