სესკ ფაბრეგასის ინტერვიუ

სესკ ფაბრეგასის ინტერვიუ


ორშაბათს და სამშაბათს სესკ ფაბრეგასი ლონდონში იმყოფებოდა, გუშინ კი ფოტოსესია ჰქონდა. ”ატლეტიკოსთან”, ”ვისენტე კალდერონზე” გასამართ მატჩამდე 2 დღით ადრე ის ”Mundo Deportivo”-ს ჟურნალისტს ესაუბრა.

 - თუკი ”ბარსა” კვირას გაიმარჯვებს, კიდევ იქნება ლა ლიგის მოგების იმედები?

 - ვფიქრობ, რომ კი. იმედი ბოლოს კვდება, განსაკუთრებით თუ ეს ისეთ კლუბს ეხება, როგორიც ”ბარსელონაა”. ჩვენ საუკეთესო ფორმაში ვართ და მზად ვართ ”ატლეტიკოსთან” მატჩისთვის. კლუბის სახელი ვალდებულს გვხდის საუკეთესოდ ვითამაშოთ და მოვიგოთ რაც შეიძლება მეტი შეხვედრები. თუკი კარგ თამაშს გავაგრძელებთ შანსები გვექნება.

 - როგორ ფიქრობთ, მსაჯები დამნაშავეები არიან 10 ქულიანი სხვაობაში?

 - ამ თემის განხილვა არ მსურს, რადგან შემდეგ სხვადასხვა საუბრები მოჰყვება.

 - ის, რომ ”ბარსელონა” მსაჯებზე არ საუბრობს კარგია?

 - შეიძლება ეს კარგი იყოს, შეიძლება ცუდი. კლუბის ხელმძღვანელები და გვარდიოლა არ აპირებენ მსაჯებზე საუბარს. ეს სხვებმა გააკეთონ, ჩვენი მიზანი კი თამაში და გამარჯვებაა.

 - თქვენ უკვე მიიღეთ უხეში დარტყმა მარსელოსგან და იდაყვი პეპესგან...

 - ეს ფეხბურთია. აქ ვერაფერს გააკეთებ. ასეთ საკითხებს კომიტეტი წყვეტს. აი ის, თუ რამდენად კარგად აკეთებენ ისინი ამას თავად გაარკვიონ.

 - თქვენ უკვე ნათამაშები გქონდათ მოურინიოსთან პრემიერ-ლიგაში. იქ ის ისეთივე ზეწოლას ახდენდა მსაჯებზე?

 - მოურინიოს ყოველთვის უყვარდა მსაჯების გადაყვეტილებებზე საუბარი და ის ამას არ მალავს.

 - როგორ ფიქრობთ, ის სწორად იქცევა?

 - მე არავითარი უფლება არ მაქვს მისი განსჯის. ის ისეთია, როგორიც არის. პეპი და მოურინიო ძალიან განსხვავდებიან, მაგრამ ორივე იმსახურებს პატივისცემას.

 - წარმოიდგენთ პრემიერ-ლიგის რომელიმე მწვრთნელს, რომელიც მსაჯს ავტოსადგომზე დაელოდება?

 - ასეთი რამ ცხოვრებაში არ მინახავს. ასეთი რამის წარმოდგენა რთულია, რადგან ინგლისში ცდილობენ პატივი სცენ მსაჯებს.

 - თქვენ იტირეთ, როცა ფინალში ”არსენალი” ”ბარსასთან” დამარცხდა?

 - ასეთი რამ არ მახსოვს. მე ვიტირე, როცა ესპანეთის ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.

 - დადეთ პირობა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში რამე არაორდინალურს გააკეთებთ?

 - არა, ამაზე ჯერ არ მიფიქრია. ჩემი თანაგუნდელები მიეჩვივნენ ფინალში გასვლას და იქ გამარჯვებებს, ჩემთვის კი ეს ჯერ კიდევ ოცნებაა.

 - ჩემპიონთა ლიგაში ინგლისის სახელს ”ჩელსი” დაიცავს, მაგრამ ეს კლუბი შეიძლება შერცხვეს...

 - დიახ, ბევრი ძლიერი გუნდია, რომელიც შეიძლება უეცრად გამოეთიშოდ ჩემპიონთა ლიგას. ”ჩელსი”, ისევე როგორც ”რეალი” და ”მილანი” მაღალ დონეზე დგანან.

 - ახლა კი შეკითხვა ”რეალზე”. ”ბარსა” განმეორებით მატჩში ისევე კარგად ითამაშებს, როგორც ”ბერნაბეუზე”?

 - არ ვიცი. ხანდახან 2 მატჩიდან კარგი თამაში მხოლოდ ერთში გამოდის.

 - რატომ გსურთ, რომ გვარდიოლამ კონტრაქტი გაახანგრძლივოს?

 - რადგან ის საუკეთესო მწვრთნელია ”ბარსასთვის”. მისი დახმარებით გუნდი ასეთ დონეზე თამაშობს, მთელ გუნდს უყვარს ის, ენდობიან მას. მე ვერ ვხედავ ვერავის, ვინც უკეთესად მოერგება ”ბარსას”.

 - როგორ ფიქრობთ, ის შეძლებს ინგლისში მუშაობას?

 - რატომაც არა? რა თქმა უნდა შეძლებს. ის ძალიან ახალგაზრდაა და რასაც უკვე მიაღწია დიდებულია. გვარდიოლა მთელი ცხოვრება ”ბარსელონას” მწვრთნელი ვერ იქნება.

 - თქვენ ”ბარსაში” პეპის გამო გადახვედით?

 - საერთოდ ”ბარსაში” ”ბარსას” გამო გადმოვედი. პეპმა დიდი ზეგავლენა იქონია ჩემს გადაწყვეტილებაზე. გადაწყვეტილების მიღებამდე ბევრს ვსაუბრობდი მასთან. მახსოვს, მაშინ მას ვუთხარი: ”პეპ, შენ დიდი ხანი უნდა გაწვრთნა ”ბარსელონა”.

 - როგორი რეაქცია ჰქონდა პეპს?

 - მან მითხრა, რომ ”ბარსა” ყოველთვის ”ბარსა” იქნება მასთან, თუ მის გარეშე. ყველამ იცის, რომ ”ბარსა” გვარდიოლასთან ერთად უკეთესია.

 - ეპმა ტრანსფერამდე არ გითხრათ, რომ თქვენი ხილვა სურთ ”ბარსაში”?

 - არა. ის მენდობოდა მე და ვხვდები, რომ ის საქმის კაცია. როცა გუნდი მსოფლიოს შემდეგ ვერ ახერხებდა ჩემს შეძენას მე იმედი არ დამიკარგავს. ”ბარსაში” რომც ვერ დავბრუნებულიყავი მეცოდინებოდა, რომ პეპი დიდებული ადამიანია.

 - გატანილი გოლები თქვენს პროფესიულ ზრდაზე მიანიშნებს?

 - მე ყოველთვის უნდა გავიზარდო პროფესიულ დონეზე. ბოლო 3-4 მატჩი დიდებული იყო. ”ვალენსიას” წინააღმდეგ თამაში ჩემთვის საუკეთესო იყო ”ბარსაში”.

 - როგორ მოგწონთ სქემა 3-4-3?

 - თავიდან 3-4-3 სქემა კარგად მომერგო, რადგან ”არსენალში” ამ სქემას ვიყენებდით. ახლაი კი 4-3-3 ტაქტიკა უფრო მომწონს. ლევერკუზენში ეს ნათელი იყო. როცა ალვეშს მცველად თამაში მოუწია და მე გადაცემებს უკან ვაწვდიდი. ზოგი ფიქრობს, რომ აქ ადვილად ვთამაშობ, თუმცა ”არსენალში” ისეთი დავალებები არ მქონდა, როგორიც აქ. ”ბარსელონაში” ტაქტიკურად უკეთ ვთამაშობ.

 - ”ბარსაში” გოლები ისეთი დარტმებით არ გაგაქვთ, როგორიც ”არსენალში” გაგქონდათ...

 - თქვენ მართალი ხართ. ”ნოუ კამპზე” დარტმის მეშინია, რადგან აცილების შემთხვევაში გისტვენენ. ვფიქრობ, რომ 1 წლის შემდეგ უფრო მენდობიან.

 - თავს განსაკუთრებულად მიიჩნევთ ”ბარსაში” თამაშის გამო?

 - დიახ, რა თქმა უნდა და ამას ყოველთვის ვამბობ.

 - არ ნანობთ, რომ დაბრუნებისთვის 5 მილიონი გადაიხადეთ?

 - არა. აქ პრეზიდენტი, მწვრთნელი და თანაგუნდელები ძალიან დამეხმარნენ.

 - გეწყინათ, როცა ”ნოუ კამპი” გისტვენდათ ”არსენალში” თამაშისას?

 - არა, რადგან თავს დამნაშავედ არ ვთვლიდი ”არსენალში” გადასვლის გამო.

 - მადრიდში ინტერვიუ მიგიციათ?

 - დიახ, მაგრამ ინტერვიუ ესპანეთის ნაკრების წევრის რანგში მივეცი. მადრიდის გაზეთებში იშვიათად ვხვდები. ბევრს არ ვსაუბრობ და ყველას კარგად ვექცევი. როცა მადრიდელებს ინტერვიუს ვაძლევდი ახსოვდათ, რომ ”ბარსას” აღზრდილი ვიყავი, რისთვისაც მათი მადლობელი ვარ.

 - პრეზენტაციის დროს განაცხადეთ, რომ ეს თქვენს ცხოვრებაში ყველაზე ამაღელვებელი მომენტია. იმან, რასაც ”ბარსაში” მიაღწიეთ დაწია პირველადი ღელვა?

 - დიახ, ძალიან. პირველი წელი ახალ გუნდში ყოველთვის რთულია. დიდი დრო გავატარე ”არსენალში”. მიუხედავად იმისა, რომ ”ბარსელონას” აღზრდილი ვარ ძნელი იყო ამჟამინდელი გუნდისთვის შეჩვევა. მოხარული ვარ, რომ აქ როგორც ”კულე” ვპროგრესირებ.

 - რას ფიქრობს თქვენს ტრანსფერზე ვან პერსი?

 - მასთან ”ბარსაზე” არ მისაუბრია.

 - როგორ ფიქრობთ, ”ბარსას” უფრო მოუხდება ის თუ ”რეალს”?

 - ის ”არსენალის” ფეხბურთელია. მისთვის უფრო ნათელია, რა აჯობებს. მე კი მას არცთუ ისეთ ადვილ არჩევანში წარმატებას ვუსურვებ.

 - არშავინი გეკითხებათ ”ბარსაზე”?

 - დიახ, რა თქმა უნდა. ის ”არსენალში” გადასვლამდეც ”ბარსელონას” გულშემატკივარი იყო. ის ამას ყოველთვის მეუბნებოდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.