ბატისტა: ”გვარდიოლას ფეხბურთზე შეყვარებული ვარ”

ბატისტა: ”გვარდიოლას ფეხბურთზე შეყვარებული ვარ”


არგენტინის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, სერხიო ბატისტამ აღიარა, რომ ”ბარსელონას” დიდი გულშემატკივარია. ასევე არგენტინელი აღფრთოვანებულია იმ ფეხბურთით, რასაც კატალონიური გუნდი პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით თამაშობს.

ჩემი სურვილი ”ბარსელონას” გაწვრთნაა. მსურს ლეო მესის გაწვრთნა ”ბარსელონაში”. ზოგიერთები ყოველთვის გრძნობენ, რომ შეუძლიათ ისეთი გუნდის გაწვრთნა, როგორიც ”ბარსელონაა”. მე კი მსურს, რომ იქ მუშაობა პეპ გვარდიოლამ გააგრძელოს, რადგან მე შეყვარებული ვარ იმ ფეხბურთზე, რაც მან შექმნა. ადრე ასეთ ფეხბურთს არ თამაშობდნენ, როგორსაც დღეს ”ბარსელონა” აჩვენებს. მე ამ გუნდის დიდი გულშემატკივარი ვარ და არ ვტოვებ არცერთ შეხვედრას. გვარდიოლა ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. მან ეს საფეხბურთო მოედანზე დაამტკიცა. ის შესანიშნავი მწვრთნელია და იმედი მაქვს, რომ ”ბარსელონაში” დარჩება”.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.