პედრო: ''არასოდეს ყოფილა ადვილი გამარჯვება ''სპორტინგთან''

პედრო: ''არასოდეს ყოფილა ადვილი გამარჯვება ''სპორტინგთან''

''ბარსას'' ფეხბურთელმა პედრო როდრიგესმა ისაუბრა ''სპორტინგთან'' გასამართ მატჩზე და ასევე ესპანელმა აღნიშნა, რომ არასოდეს ყოფილა ''სპორტინგის'' დამარცხება ადვილი.

 

1-0 ''კამპ ნოუზე'', 1-1 და 0-1 ''სპორტინგთან'' სახლში. ეს ''ბარსას'' უახლოესი სტატისტიკაა. ''არადოდეს ყოფილა ''სპორტინგთან'' გამარჯვება ადვილი. ისინი ყოველთვის კარგად თამაშობენ ჩვენს წინააღმდეგ. დარწმუნებული ვარ, გამარჯვება გაგვიძნელდება'' - განაცხადა პედრომ.

 

'მე ვაკეთებ ყველაფერს კარგად''

წელს პედროსთვის ადვილი სეზონი არ არის. მას გაუთავებელი ტრავმები აწუხებდა. იგი სამჯერ დაიმტვრა. მიუხედავად ამისა, ფეხბურთელი აცხადებს: "მართალია, მე მქონდა რამდენიმე ტრავმა, მაგრამ ახლა კარგ ფორმაში ვარ. ყველაფერს კარგად ვაკეთებ. მე შემიძლია გუნდის დახმარება, მაგრამ ეს ყველაფერი მწვრთნელზეა დამოკიდებული''-  განაცხადა ესპანელმა.

 

''ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ''

პედრო არ არის დარწმუნებული, რომ ''ბარსა'' მოიგებს ''ლა ლიგას'': ''სხვაობა უკვე ძალიან დიდია. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. გუნდი მადრიდის ''რეალის'' ჩავარდნას არც უნდა დაელოდოს. ''ბარსა'' არაფერს არ დათმობს და იბრძოლებს ბოლომდე."


პედრომ ასევე ისაუბრა, ესპანეთის ეროვნული ნაკრების თავკაცზე ვისენტე დელ ბოსკეზე: ''ჩვენ ყველას გვინდა თამაში ეროვნულ ნაკრებში. წინ კიდევ ბევრი მატჩია. ყველას გვექნება თავის გამოჩენის შანსი. მე მშვიდად ვეგუები ამ ფაქტს'' -  დაასრულა პედრომ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.