პლატინი "ჩემპიონთა ლიგაზე" და "ლა ლიგაზე" საუბრობს

პლატინი "ჩემპიონთა ლიგაზე" და "ლა ლიგაზე" საუბრობს

"უეფას" ფრანგმა პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ კომენტარი გააკეთა "ჩემპიონთა ლიგაზე" და "ლა ლიგაზე". მისი აზრით, პირველ ტურნირში შესანიშნავი იქნებოდა ფინალი კატალონიის "ბარსელონასა" და მადრიდის "რეალს" შორის. პლატინიმ ასევე თქვა, რომ "თეთრებს" ჯერ არ აქვთ განაღდებული ესპანეთის პრიმერა დივიზიონში პირველ პოზიციაზე გასვლა.

 

"ძალიან ბევრი შესანიშნავი ინგლისური გუნდია, ასევე იტალიურიც...ნამდვილად არ ვიცი რა გუნდები შეხვდებიან ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ფინალში, მაგრამ ძალიან ლამაზი საყურებელი იქნებოდა "ბარსელონასა" და "რეალის" დაპირისპირება. რაც შეეხება ესპანეთის ჩემპიონატს, მართალია მადრიდელებს 10 ქულიანი ჰანდიკაპი აქვთ, თუმცა არ უნდა ვთქვათ, რომ ჩემპიონობა განაღდებული აქვთ. არ შეიძლება რამეში იყო დარწმუნებული სანამ ეს არ მოხდება." –ციტირებს ყოფილი ფეხბურთელის და სამგზის "ოქროს ბურთის" მფლობელის სიტყვებს Canal+.

 

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსას" მეტოქე ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ლევერკუზენის "ბაიერია". კატალონიელებმა სტუმრად 3:1 იმარჯვეს და ახლა საკუთარ კედლებში აქვთ მატჩი ჩასატარებელი. უკვე შეიძლება ითქვას, რომ "ლურჯ–ბროწეულისფერებს პრაქტიკულად განაღდებული აქვთ შემდეგ ეტაპზე გასვლა. რაც შეეხება "რეალს", "ბლანკოსმა" რუსულ "ცსკასთან" მოწინააღმდეგის მინდორზე 1:1 ითამაშა და ყველაფერი "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაირკვევა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.