ინგლისში მესის აფასებენ

ინგლისში მესის აფასებენ

 ფეხბურთის ისტორიაში არსებობს რამდენიმე  ფეხბურთელი, რომელიც უდავოდ გამოირჩევა სხვებისგან. თუმცა ამ ფეხბურთელებშიც კი არიან ისეთები, რომლებიც სხვებიზე რამდენიმე თავით მაღლა დგანან. ასეთი პატივი ხვდა წილად დიეგო მარადონას, პელეს, იოჰან კრუიფს, ზინედინ ზიდანსა და ლიონელ მესის. დავა ამ ფეხბურთელებს შორის საუკეთესოს გამოსავლენად დღესაც გრძელდება. თუმცა აღსანიშნავია, რომ ფეხბურთის  სამყაროში ლიონელ მესის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელობაზე ძალიან ბევრი ადამიანი ალაპარაკდა. მათ შორის არიან ჟურნალისტები, მწვრთნელები და არგენტინელის კონკურენტებიც კი.

 "მაჩესტერ იუნაიტედის" ვარსკვლავი, უეინ რუნი რამდენიმე სიტყვით შეეხო ლეო მესის თამაშს. "წითლების" თავდამსხმელმა "თვითერის" საშუალებით საქებარი სიტყვები არ დაიშურა, თუმცა მის კომენტარში ცინიზმიც იგრძნობოდა: "მესი სასაცილოა და ასევე ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი." აღფრთოვნაბა ვერ დამალა დამარცხებული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რობინ დუტმა, რომელმაც ასე შეაფასა კატალონიური კლუბი: "მესის გარეშე "ბარსელონა" საუკეთესოა, მესისთან ერთად კი ეს გუნდი არამიწიერ ძალას წარმოადგენს."

 ტერი მაკდერმოტი, "მანჩესტერის" ყოფილი ნახევარმცველი, ახლა კი "ნიუკასლის" მეორე მწვრთნელი არ ერიდება იმის აღიარებას, რომ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი სწორედ "ბარსას" ათიანია.

 "BBC"-ს გადაცემის, "match of the day"-ს მთავარი თემა იყო ლიონელ მესის წარმოდგენა, რომელიც მან "ნოუ კამპზე" დადგა. წამყვანმა შემდეგი რამ განაცხადა: "ეს ბიჭი გენიოსია. ჩემი აზრით, ყველა დროის საუკეთესოც კი. ამას პელეში მე ვერასდროს ვერ ვხედავდი." მაიკლ ოუენს, რომელიც მისი გრძელი კარიერის გამნმავლობაში "ლივერპულის", "რეალის" და "მანჩესტერის" ღირსებას იცავდა, ვერ წარმოუდგენია ისეთი ფეხბურთელის პოვნა, რომელიც მესის კონკურენციას გაუწევს.

 ასევე აღსანიშნავია, რომ რუნის კომენტარს, რომელშიც ინგლისელმა ლეოს სასაცილო უწოდა, "თვითერის" ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ასეთი პასუხი გასცა: "სასაცილო შენი ხვალინდელი სახე იქნება, როდესაც შენი გუნდი დამარცხდება".

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.