მოტა:''ფეხბურთი მე ''ბარსაში'' ვისწავლე''

მოტა:''ფეხბურთი მე ''ბარსაში'' ვისწავლე''

 ტიაგო მოტა, რომელიც ამჟამად ''პსჟ-ს'' ღირსებას იცავს, საუბრობს ''ბარსაში'' გატარებულ წლებზე. მოტამ განაცხადა, რომ ფეხბურთის თამაში ''ბარსაში'' ისწავლა. ასევე გეტყვით იმასაც, რომ მან კატალონიის ''ბარსელონაში'' 9 წელი გაატარა.

 

 -''მე ''ბარსაში'' დაცვაში და შეტევაში თამაში ვისწავლე. იქ ფეხბურთის სხვაგვარი ხედვაა''. 


ტიაგო მოტა ''ბარსა ბ-ს'' შეუერთდა 1999 წელს. 2001-02 წლებიდან, 2007-08 იგი ''ბარსას'' პირველ გუნდში მოღვაწეობდა. ამის შემდეგ ის გადავიდა მადრიდის ''ატლეტიკოში''. შემდეგ ფეხბურთელი შეიძინა ''ჯენოამ''. იქიდან ფეხბურთელი მილანის ''ინტერში'' მოხვდა. ახლა, კი 29 წლის ფეხბურთელი ''პსჟ-ს''ღირსებას იცავს. 

 

ფრანგულ კლუბში მოტა ერთ-ერთი ლიდერია, მაგრამ ის ისევ მოედნის ცენტრში თამაშობს:''გუნდმა გახსნილად უნდა ითამაშოს და არ უნდა იყოს დამოკიდებული ერთ ფეხბურთელზე''. დაასრულა ტიაგო მოტამ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.