ბეკენბაუერი "ბარსას" და "რეალს" უფრთხის

ბეკენბაუერი "ბარსას" და "რეალს" უფრთხის

მიუხენის "ბაიერნის" საპატიო პრეზიდენტმა, ლეგენდარულმა ფრანც ბეკენბაუერმა განაცხადა, რომ უმჯობესი იქნება, თუ გერმანული კლუბი "ბარსელონას" ან "რეალს" ფინალამდე არ გადაეყრება.

 

ყველა მონაწილე გუნდის მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, "ბაზელის" გამანადგურებელი ანგარიშთ (7:0) დამარცხების შემდეგ, ბეკენბაუერი მიიჩნევს, რომ მიუხენელებს ნებისმიერ გუნდთან მოგება შეუძლიათ.

 

"ასეთ ფორმაში "ბაიერნს" ჩემპიონთა ლიგაზე ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია. საფრთხეს მხოლოდ "ბარსელონა" და "რეალი" წარმოადგენენ, ამიტომ იმედს ვიტოვებ, რომ პარასკევის კენჭისყრა ესპანურ გრანდებს თავიდან აგვაცილებს." - განაცხადა ბეკენბაუერმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.