"ბარსელონას" ოფიციალური ფოტო + ვიდეო
დღეს დილით, ვარჯიშის დაწყებამდე, გუნდმა ოფიციალური ფოტო გადაღო.
დღეს დილით, ვარჯიშის დაწყებამდე, "ბარსელონას" ფეხბურთელები, სამწვრთნელო შტაბი და ხელმძღვანელობა "კამპ ნოუზე" შეიკრიბა და 2011/12 სეზონის პირველი ოფიციალური ფოტო გადაიღო.
პირველი ფოტო, ფორმალური ტანსაცმელები
პირველი ფოტოში, რომელიც დღეს დილით "კამპ ნოუზე" იქნა გადაღებული, ფეხბურთელები Scoor Brothers-ის სამოსში არიან გამოწყობილები. Scoor Brothers კლუბის ოფიციალური პარტნიორია და ის "ბარსას" ყველა პროფესიულ გუნდს ოფიციალური სამოსით ამარაგებს. პირველად ფეხბურთელებმა ინდივიდუალური სურათები გადაიღეს, მოგვიანებით კი ისინი შეჯგუფდნენ. როგორც წესი, ეს მომენტი ყველაზე გამაღიზიანებელია მათთვის, ვინაიდან ფეხბურთელები ჩაცმის თავისუფალ სტილს ანიჭებენ უპირატესობას.
რვა დებიუტანდი ფოტოში
ოფიციალური სამოსის შემდეგ ფეხბურთელებმა "ბარსას" ფორმები მოირგეს. პირველი გუნდის წევრებთან ერთად ამ სურათში თავი ამოჰყვეს სარეზერვო გუნდიდან მიმდინარე სეზონში ძირითად გუნდში დაწინაურებულმა ანდრეუ ფონტასმა, ისააკ კუენკამ და ტიაგომ, ასევე "ბარსა ბ"-ს მარკ მუნიესამ და კრისტიან ტელომ. კიდევ ორი ფეხბურთელი, რომლებსაც "ბარსას" ოფიციალურ გუნდურ ფოტოში ჰქონდათ დებიუტი იყვნენ სესკ ფაბრეგასი და ალექსის სანჩესი.
უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ იბრაჰიმ აფელაი "ბარსელონას" რიგებს გასული სეზონის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას შეუერთდა, ჰოლანდიელი ფეხბურთელი პირველად მოხვდა კატალონიური გრანდის ოფიციალურ ფოტოში.












[media=http://www.youtube.com/watch?v=EbP-0B9gEwk]
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]