ესპანური პრესა: გვარდიოლამ ”ბარსასთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა
”ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ დღეს შეხვედრა გამართა კლუბის ხელმძღვანელებთან, სადაც კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხზე მიმდინარეობდა საუბარი, გვამცნობს ”as”.
პეპ გვარდიოლა აგენტთან, ხოსეპ მარია ორობიგტთან და თანაშემწესთან, ტიტო ვილანოვასთან ერთად 13:05 საათზე ”ნოუ კამპის” ოფისში მივიდა. ესპანური პრესის ინფორმაციით პეპმა უკვე მოაწერა ხელი კატალონიურ კლუბთან ახალ, ერთწლიან ხელშეკრულებას. ამავე წყარო იუწყება, რომ გულშემატკივრებს ამ სიახლის დასადასტურებლად 1 დღით მოცდა მოუწევთ. მოსალოდნელია, რომ კლუბი პეპ გვარდიოლასთან კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ ოფიციალურ განცხადებას ხვალ გააკეთებს.
შეგახსენებთ, რომ გვარდიოლა ”ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2008 წელს დაინიშნა და არასრულ 4 წელში გუნდს შესაძლო 16 ტიტულიდან 13 მოაგებინა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]