სესარის ქვრივი: "მსოფლიოში საუკეთესო დი სტეფანოა, მესი კი მესამეა"

სესარის ქვრივი: "მსოფლიოში საუკეთესო დი სტეფანოა, მესი კი მესამეა"

ესპანური პრესის ინფორმაციით, "ბარსელონას" ყოფილი ფორვარდის, სესარ როდრიგესის ქვრივი, ემა რევილიო მიიჩნევს, რომ ლიონელ მესი მალე გადაუსწრებს მის მეუღლეს გატანილი გოლების რაოდენობით.

 

შეგახსენებთ, რომ სესარ როდრიგესმა "ბარსას" მაისურით ჩატარებულ 351 მატჩში 235 გოლი გაიტანა.

 

"ჩვენთვის დიდი პატივია, რომ სესარის რეკორდს მესი მოხსნის. თუ ის არ შეიცვლება, კიდევ ბევრ ტიტულს მოიგებს, ის ხომ ჯერ 24 წლისაა. რაც შეეხება მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს, ჩემთვის ასეთი ყოველთვის დი სტეფანო იყო. მეორე ადგილზე კი ჩემი მეუღლე. მესი მესამე პოზიციაზეა. ეს ფეხბურთელები ერთმანეთს არ უნდა შევადაროთ. ლეოს აქვს ის, რაც არ ჰქონდა სესარს, ამავდროულად სესარსაც ჰქონდა ისეთი თვისებები, რაც არ აქვს მესის." - განაცხადა რევილიომ.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.