პიკეს არ დასჯიან
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელმა გუშინ განაცხადა, რომ ჟერარდ პიკეს არ დასჯიან.
შეგახსენებთ, რომ ხიხონის "სპორტინგის" წინააღმდეგ მატჩში, თამაშის მთავარმა არბიტრმა პიკე მოედნიდან გააძევა. მსაჯის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო პიკემ განაცხადა, რომ მისი გაძევება წინასწარ იყო დაგეგმილი და არბიტრი ამისთვის მიზეზებს ეძებდა. ესპანელი მცველის კომენტარმა სამსაჯო კომიტეტის აღშფოთება გამოიწვია და მათ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში სარჩელი შეიტანეს პიკეს დასჯის მოთხოვნით.
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვიტა, რომ არ დაეკმაყოფილებია სამსაჯო კომიტეტის სარჩელი მას შემდეგ, რაც ს/კ "ბარსელონამ" საკუთარი ფეხბურთელის დასაცავად არგუმენტები წარადგინა, რომ პიკემ ისარგებლა სიტყვის თავისუფლებით და მისი განცხადებები მიზნად არ ისახავდა არბიტრების შეურაცყოფას.
საბოლოო ჯამში პიკეს არ მოუწევს სასჯელის სახით დამატებითი მატჩის გამოტოვება. "ბარსას" მცველი მხოლოდ 600 ევროს გადაიხდის ჯარიმის სახით.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]