მილანიდან დაბრუნების დროს შეიძლება გუნდს პრობლემები შეექმნას

მილანიდან დაბრუნების დროს შეიძლება გუნდს პრობლემები შეექმნას


”ბარსელონას” მილანიდან უკან დაბრუნების გეგმის შეცვლა მოუწევს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური შეხვედრის შემდეგ.

მატჩი ”სან სიროზე” ოთხშაბათს, 28 მარტს გაიმართება. ერთი დღის შემდეგ კი ესპანეთში 1 დღიანი გაფიცვა იგეგმება, რომლის ორგანიზატორები პროფესორები არიან, რომლებსაც არ სურთ სახელმწიფოს გადაწყვეტილების მიღება სოციალური და საერთო მიზნების ბიუჯეტის შემცირების რეფორმის შესახებ. ასეთ შემთხვევაში გამოდის, რომ მთელი დღით დაიხურება აეროპორტი და ”ბარსელონა” უკან დაბრუნებას დროულად ვერ შეძლებს.

2010 წელს ”ბარსელონას” მილანში წასვლა ავტობუსით მოუწია. მაშინ ვულკანის გამო მთელი ევროპის საჰაერო სივრცე დახურული იყო. გრძელვადიანმა მგზავრობამ პეპ გვარდიოლას შეგირდებზე არადადებითად იმოქმედა და გუნდი ”ინტერთან” 3:1 დამარცხდა. განმეორებით მატჩში კი კატალონიელებმა 1:0 იმარჯვეს.

გასულ წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ შეიძლებოდა კვლავ შექმნილიყო პრობლემა ვულკანის გამო. ყველაფერი მხოლოდ ვარაუდის დონეზე დარჩა, თუმცა კატალონიურმა კლუბმა თავი დაიზღვია და ლონდონში დაგეგმილზე რამდენიმე დღით ადრე ჩავიდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.