მიმდინარე კვირას ლა ლიგის ფარგლებში "ბარსა" ორ მატჩს გამართავს

მიმდინარე კვირას ლა ლიგის ფარგლებში "ბარსა" ორ მატჩს გამართავს

"სანჩეს პისხუანზე" მოპოვებული მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ, გუარდიოლას შეგირდები ლა ლიგის კიდევ ორ მატჩს ჩაატარებენ. ხვალ კატალონიელები "გარანადას" უმასპინძლებენ, ხოლო შაბათს "მალიორკას" ეწვევიან.

 

"ბარსა" უკვე ემზადება მიმდინარე კვირას ლა ლიგის ორი მატჩის ჩასატარებლად. "სევილიასთან" მოპოვებული სამი ქულის შემდეგ, კატალონიელები დღეს ვარჯიშს დახურულ კარს მიღმა, "სიუტატ ესპორტივას" ბაზაზე ჩაატარებენ. ვარჯიშის დასრულების შემდეგ პრესის წინაშე პეპ გუარდიოლა წარსდგება.

 

პირველი მეტოქე "გრანადაა"

სამწვრთნელო შტაბმა "გრანადასთან" მატჩისთვის მოსამზადებლად ვარჯიში სამშაბათსაც დაგეგმა. ესპანეთის ჩემპიონატის 29-ე ტურის ფარგლებში კატალონიელები "კამპ ნოუზე" მიიღებენ მეტოქეს. მატჩი თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება. ყოველგვარი დასვენების გარეშე "ბლაუგრანა" ვარჯიშს თამაშის მეორე დღესვე გაანაახლებს. ამჯერად ისინი ოთხშაბათს, ადგილობრივი დროით 11:00 საათზე, "სიუტატ ესპორტივაზე" შეიკრიბებიან.

 

დამსახურებული დასვენება და მალიორკაში გამგზავრება

ხუთშაბათს გუნდი დამსახურებულ ერთ დღიან დასვენებას მიიღებს, ხოლო პარასკევიდან "მალიორკასთან" მატჩისთვის მზადებას შეუდგება. "ბარსელონა" ხოაკინ კაპაროსის შეგირდებს შაბათს, თბილისის დროით 21:00 საათზე შეხვდება, ხოლო კვირას კვლავ დაისვენებს ერთი დღით.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.