იბრაჰიმოვიჩი: "ბარსელონა"? "მილანს" საშიში არაფერი აქვს

იბრაჰიმოვიჩი: "ბარსელონა"? "მილანს" საშიში არაფერი აქვს

"მილანის" თავდამსხმელს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს არ ეშინია ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში "ბარსელონასთან" დაპირისპირების. ამის შესახებ განცხადება მან იტალიელ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

 

"თუ ისე ვითამაშებ, როგორც შეგვიძლია, მშვენიერ შანსები გვექნება. ჩვენ არაფერი გვაქს საშიში. მიმდინარე სეზონში უკვე ვითამაშეთ "ბარსელონას" წინააღმდეგ, ამიტომ შესანიშნავად ვიცით, თუ რისი გაკეთება გვმართებს. თავისთავად ეს რთული დაპირისპირება იქნება." - განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.

 

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ერთმანეთს "მილანი" და "ბარსელონა" დაუპირისპირდებიან. პირველი მატჩი, რომელიც 28 მარტსაა დაგეგმილი, "სან სიროზე" გაიმართება, ხოლო საპასუხო შეხვედრას "კამპ ნოუ" 4 აპრილს უმასპინძლებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.