რონალდო: "თუ ნეიმარი ევროპაში ითამაშებს, შესაძლოა, მან მესის აჯობოს"

რონალდო: "თუ ნეიმარი ევროპაში ითამაშებს, შესაძლოა, მან მესის აჯობოს"

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, რომელიც წლების განმავლობაში მადრიდის "რეალის" ღირსებას იცავდა, განაცხადა, რომ მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე ამჟამად ლიონელ მესია, თუმცა რონალდო დარწმუნებულია, რომ "სანტოსის" თავდამსხმელმა, ნეიმარმა შესაძლოა, მომავალში არგენტინელ ვარსკვლავს აჯობოს.

 

"ამ მომენტში მესი ყველა ფეხბურთელს სჯობს. მიუხედავად ამისა, მომავალში შესაძლოა, ნეიმარი მასზე უკეთესი იყოს, თუმცა ეს არ მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ნეიმარი "სანტოსში" დარჩენას გადაწყვიტავს. საქმე ისაა, რომ ბრაზილიაში მოღვაწე ხეფბურთელები კარგად არ ჩანან." - განაცხადა რონალდომ.

 

შეგახსენებთ, რომ ესპანური პრესის მიერ ახლახანს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონამ" "სანტოსს" ნეიმარის ტრანსფერის თანხის ნაწილი უკვე გადაუხადა. ამობობენ,  რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი კატალონიელთა რიგებში თამაშს 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დაიწყებს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.