დაბადების დღეს გილოცავთ რონალდინიო !
ზუსტად 32 წლის წინ, 1980 წლის 21 მარტს ბრაზილიის ქალაქ პორტუ ალეგრიში ქვეყანას მოევლინა მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი კაშკაშა ვარსკვლავი, რონალდო დე ასის მორეირა, იგივე რონალდინიო !!!ბრაზილიელი კატალონიის "ბარსელონაში" "გრემიოსა" და "პ.ს.ჟ"-ს გავლით მოხვდა. მან სულ 254 შეხვედრა ჩაატარა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისურით და 107 გოლს მოუყარა თავი. იგი ამჟამად ბრაზილიური "ფლამენგოს" ღირსებას იცავს, თუმცა მუდამ "ბარსელონას" ლეგენდად დარჩება !!! ბარსამანიას სახელით ვულოცავ მას დაბადების დღეს, ვუსურვებ ჯანმრთელობასა და დიდხანს ცხოვრებას, კარიერულ წინსვლას (მეტი რაღა შეიძლება ავტ.).
Happy Birthday Gaucho !!!
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]